26 ივნისი, 2018
ზურა ხაჩიძე - გოგონები ირაკლი ნოზაძის დაჭრისას არ იყვნენ ფხიზლები - თრობის, თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ
ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­საც მე­ზობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს გო­გო­ნე­ბი არ იყ­ვნენ ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თრო­ბის, თუ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყ­ვნენ. ამა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით ვე­რა­ფერს, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა ზურა ხა­ჩი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კას­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც დაჭ­რი­ლი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე მკურ­ნა­ლობს.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ის არ იც­ნობს იმ ორ გო­გოს, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის სახ­ლთან მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ და რომ­ლებ­მაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ საქ­მე­ში მე­სა­მე პი­რიც ფი­გუ­რი­რებს და ეს არის
მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გო­გო­ნებ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში იჯდა, ზურა ხა­ჩი­ძე ამ­ბობს, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თვი­თო­ნაც ფლობს.

"მეც მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­სა­მე პი­რიც იმ­ყო­ფე­ბო­და მან­ქა­ნა­ში. იმ სახ­ლთან, გარე პე­რი­მეტრზე სათ­ვალ­თავ­ლო კა­მე­რე­ბია და ალ­ბათ, ჩვენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უკვე აქვთ ვიდეო-კად­რე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ერ­თად და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს.

არ­ცერთ გო­გო­ნას არ ვიც­ნობ. არც მო­ტი­ვი ვიცი, თუ რა­ტომ და რის გამო შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ეს ფაქ­ტი.

ირაკ­ლი არ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვინ­მეს მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვანს. არ მგო­ნია, ირაკ­ლის რამე ისე­თი და­ე­შა­ვე­ბი­ნა, რომ ვი­ღა­ცას სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ე­მე­ტე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ზურა ხა­ჩი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა ისა­უბ­რა შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის ხელთ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS