მისი განმარტებით, ის არ იცნობს იმ ორ გოგოს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის სახლთან მანქანით მივიდნენ და რომლებმაც ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს და ეს არის
"მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში. იმ სახლთან, გარე პერიმეტრზე სათვალთავლო კამერებია და ალბათ, ჩვენ სამართალდამცველებს უკვე აქვთ ვიდეო-კადრები ამოღებული. შესაბამისად, ყველა ერთად დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
არცერთ გოგონას არ ვიცნობ. არც მოტივი ვიცი, თუ რატომ და რის გამო შეიძლება მომხდარიყო ეს ფაქტი.
ირაკლი არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს მწყობრიდან გამოიყვანს. არ მგონია, ირაკლის რამე ისეთი დაეშავებინა, რომ ვიღაცას სასიკვდილოდ გაემეტებინა", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.
გარდა ამისა, მომღერალმა ისაუბრა შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც. განაგრძეთ კითხვა: