22 ივნისი, 2018
"შოუ არ დამთავრებულა" - "ბასიანზე" სამართალდამცავები მუშაობენ
ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა“, - აცხადებს გელბახიანი.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ პასუხს ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით, ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი
ოქმი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS