10 თებერვალი, 2014
ორი შვილის დედა სიცოცხლისთვის იბრძვის - 30 წლის თამარ გოიშვილს სიმსივნე აქვს!..
დავეხმაროთ ორი შვილის დედას. ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენას!.. 
30 წლის თამარ გოიშვილს ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება. ისევე, როგორც ეს უამრავ სხვა შემთხვევაში შევძელით.

ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს დიტო ცინცაძის, გიორგი ყორღანაშვილის და სხვა ბევრი მაგალითი, როდესაც საზოგადოება გაერთიანდა და მოახერხა ის, რაც ერთად დგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

თამარის, როგორც მეგობრები ეძახიან, თათუკას შემთხვევაც ასეთივე სამაგალითო უნდა გახდეს.

თამარი ქიმიოთერაპიის კურსს თბილისში ჩაიტარებს, მაგრამ სხივური თერაპიისთვის, რომელიც ხოჩკინის ლიმფომის განსაკურნად აუცილებელია, საზღვარგარეთ გამგზავრება და
საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო.

ამ თანხის მოგროვებაში უკვე მთელი საქართველო ჩაერთო, თათუკას მეგობრები გაერთიანდნენ და იგეგმება უამრავი აქცია ამ თანხის შესაგროვებლად.

სტატიის ქვემოთ მითითებულია რეკვიზიტები, სადაც თითოეულ თქვენგანს თუნდაც მცირე თანხის გადარიცხვა შეუძლია. იმედი გვაქვს, ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 1 წლის ნუციკო და 5 წლის სანდრო ჰყავს...

დავეხმაროთ ორი შვილის დედას. ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენას!..

ბანკი რესპუბლიკა

Swift : REPLGE22

IBAN : GE53BR0000010749624049]

მიმღები: თამარ გოიშვილი

ნინო მურღულია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
Heal All Cancer With This Diet!
აი ამ ქალმა ეს დაავადება როგორ დაამარცხა, ცოცხალი ბოსტნეულის , ხილის წვენების ტერაპიიტ, და არა მ,არტო ამან, მანდ უამრავი ვეიდოე დევს ვინც განიკურნა Woman Rejects Chemo, Cures Lymphoma with Juicing http://www.youtube.com/watch?v=maCLOFv3_N4 ეს ტერაპია ასევე ამარცხებსო ყველა სახის კიბოს, უამრავი ვიდეო დევს ამის დამადასტურებელი იხილეტ აქ Heal All Cancer With This Diet Doctor Gets Cancer and Goes On a Raw Food Diet http://www.youtube.com/watch?v=hwpryarOz3M http://www.youtube.com/watch?v=ztfi0wLU0Qk http://www.youtube.com/watch?v=l85Giwwn4Ow http://www.youtube.com/watch?v=ztfi0wLU0Qk
16:41 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS