21 ივნისი, 2018
"მიშა რომ ხელისუფლებაში იყოს კარგი იქნებოდა, ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება"
ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე 19 ივნისს 80 წლის გახდა.

DW-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ვახტანგ კიკაბიძემ თავის შემოქმედებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.


"მინდა, მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა მიშა ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ახლა აქ მიშა რომ იყოს, ალბათ, სხვა ქალაქებიც უფრო გალამაზდებოდა.


სახელისუფლებო
პირი უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებებს. ის განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო.

იყო შეცდომები, თუმცა, მე მსახიობი ვარ და ჩემი საქმე არ არის განვიხილო, რაც პოლიტიკაში ხდება. აქ რომ მიშა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება და უკეთ აცნობიერებს შეცდომებს. დღეს კი ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხდება", - აცხადებს კიკაბიძე.


RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ზურა
სამწუხაროა რომ ჩვენს საზოგადოებას ცუდის და კარგის გარჩევის უნარი დაკარგული აქვს და მათი აზროვნება მხოლოდ პირადი ამბიციებიდან განისაზღვრება და არა სახელმწიფგოებრივი მიდგომით . ის მაინც დააფიქსირეთ რომ უფრო მეტი გაკეთდა და მართლა ვამაყოფთ მიღწეულით და შეცდომებიც ჰქონდა. ხოდა გავაკეთოთ კარგი და შევაფასოთ ობიექტურად.
11:36 / 29-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მაშო
შენთვის იყო კარგი არა? თავის ქმედებებს, რომ ვერ აკონტროლებდა ის იყო უბედურება ზუსტად.
18:36 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
გია-11
ეგ ჭკვიან ხალხზე ნათქვამი და გამოცდილი, გიჟები არ დაბრძენდებიან...
16:44 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
დავითპაპა
ბატონი ბუბა ამბობს იმას რასაც ფიქრობს განსხვავებით ზოგიერთებისგან, თუმცა მას შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს, ეს არ ცვლის რეალობას იმისას რომ არ არსებობს სინათლე სიბნელის გარეშე ,არც დღეს ვართ დალხენილები , გასხივოსნებულები და კარგა ხანს არ ვიქნებით კიდევ სანამ სიძულვილის ნაცვლად ურთიერთ სიყვარულს არ ვისწავლით .ჯამრთელობას და სიკეთეს გისურვებთ ბატონო ბუბა
06:20 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნოდარი
ეხ ბუბა ბუბა... ეხ ბუბა ბუბა...
20:18 / 27-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ბუბა რატომ არიზიანებთ ხალხს, ნუთუ ძნელი მისახვედრია ხალხის დიდმა ნაწილმა რა გამოიარა მიშას პრეზიდენტობის დროს, ვერაღ მიხვდით, რომ ქართველი ქართველს ცოცხლად შეჭამს და უცხო ვიგინდარას ფეხქვეშ გაეგება, ეს ასეა და თავი შეიკავეთ ყველამ და ნუ ცდილობთ ის აკეთოთ, რაც ხალხის გაღიზიანებას იწვევს!!!!!!!
18:36 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ორთაჭლელი
ვაი შენს პატრონს!
18:31 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ზასტაველი
სხვა უკეთესი არაფერი გემეტება საქართველოსთვის?ამ ხელისუფლებაზე უკეთესი მინდა,მაგრამ არა მიშა მანქურთი,ძალიან ვიწროდ აზროვნებთ ბატონო ბუბა,მხოლოდ საკუთარი მე გაინტერესებთ,თორემ მიშა რა სანატრებელია,რომელმაც ყველაფერ ქართულს ხაზი გადაუსვა,ღმერთმა კარგად გამყოფოთ,მაგრამ მიშას,რომ ნატრულობთ ამით ქვეყნის გაპარტახებას ნატრულობთ,რატომ?..........ცოტა ღრმად იაზროვნეთ ბატონო ბუბა.
18:31 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
@
ბატონო ბუბა სააკაშვილმა აღმშენებლობის რა მოგახსენოთ ,განადგურებით კი გაანადგურა საქართველო. აგვისტოს ომიც საკმარისია იმისთვის რომ მიშა აღარ დაბრუნდეს საქართველოში და მითუმეტეს პოლიტიკაში .მისი პოლიტიკის წყალობით ბევრი გაჭირვება და უბედურება გადავიტანეთ,საკმარისია.
15:34 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
?!!
საიტის ნოუ-ჰაუა - მარტო მოწონების კომენტარის დატოვება?
19:09 / 25-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS