19 ივნისი, 2018
"ამ სახლში 6 თვეა აღარ ვცხოვრობ, შოკში ვარ" - რა კომენტარს აკეთებს სოლომონ კვირკველია მის ბინაში დატრიალებულ ტრაგედიაზე
"ლოკომოტივის" ქართველი მცველის სოლომონ კვირკველიას ბინაში ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი რომეო კოპალიანია, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

რუსული პრესის ცნობით, მას აეროპორტში სოლომონ კვირკველიას მეგობრები დახვდნენ. "championat.com"-ის ცნობით, კოპალიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დიდი ოდენობით ნარკოტიკების მიღებაა, გამოცემა წერს, რომ ადგილზე შპრიცები აღმოაჩინეს.
რაც შეეხება თავად სოლომონ კვირკველიას, შემთხვევის დროს ის რუსეთში არ იმყოფებოდა.

ონლაინ-გამოცემამ კვირკველიას კომენტარი გაავრცელა. იგი მომხდარით გაოგნებულია.

"ამ სახლში 6 თვეა აღარ ვცხოვრობ, არც კი ვყოფილვარ იქ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ
არის. ის ყოფილი ფეხბურთელია. ვისაც ბინა გადავეცი, გარდაცვლილის მეგობარია. მე თვითონ ახლა საქართველოში ვარ, სახლში, მომხდარი საინფორმაციოდან გავიგე და შოკირებული ვარ", - განაცხადა კვირკველიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS