08 თებერვალი, 2014
ნინი ქარსელაძე: "ირმა ნადირაშვილს ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავადაც გამოცადოს"
მომღერლების შემოსავლის წყარო სიმღერაა, საქართველოში კი კონცერტები აღარ ტარდება. ბევრი ადამიანი იმიტომაც მიდის საზღვარგარეთ, რომ უნდა პოლიტიკაში იყოს ჩართული... გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ? მომღერალი ნინი ქარსელაძე უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. ნინის კარგა ხანია მსმენელისთვის ახალი კლიპი და სიმღერა არ შეუთავაზებია, თუ რას აპირებს სამომავლოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რამდენიმე წლის წინ ლონდონში გავემგზავრე ინგლისური ენის კურსებზე. ინგლისიდან კი ჰოლანდიაში გადავედი საცხოვრებლად. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, მაქვს დიპლომი. ღმერთმა ქნას, არ დამჭირდეს, იურისტის პროფესიით
მუშაობა, მაგრამ თუ დამჭირდება, რატომაც არა? სიმღერაზე უარი არ მითქვამს, მაქვს ახალი გეგმები, მაგრამ წინასწარ არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს.

– ნინი, ქართულ შოუბიზნესში რატომ აღარ ჩანხარ?

– ამ ქვეყანაში არაფრის კეთებას აღარა აქვს აზრი. თუ პოლიტიკოსი ხარ, შეიძლება გქონდეს რაღაც პერსპექტივა. ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უამრავი კარგი პროექტის განხორციელება შეუძლიათ, რადგან ძალიან ნიჭიერი ერი ვართ, დიდი კულტურული ტრადი-ციები გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს არავის აინტერესებს. მომღერლების შემოსავლის წყარო სიმღერაა, საქართველოში კი კონცერტები აღარ ტარდება. ბევრი ადამიანი იმიტომაც მიდის საზღვარგარეთ, რომ უნდა პოლიტიკაში იყოს ჩართული... გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ?

– შენ რატომ წახვედი საქართველოდან?

– მიუხედავად იმისა, რომ მყავს ოჯახი, რომელიც არაფერს მაკლებს, მაინც მინდა დამოუკიდებლად მივაღწიო ყველაფერს. უკვე 22 წლის ვარ და ვინმეზე რატომ უნდა ვიყო ჩამოკიდებული? რამდენად გამიმართლებს არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს, გავაკეთებ.

– წინა წლებში არაერთი კონცერტი ჩატარდა ქართველი და უცხოელი მომღერლების შესრულებით, რომელზეც შენ არ გამოჩენილხარ, ეს რას მივაწეროთ?

– უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანა (თანაც წელიწადში რამდენჯერმე), როცა ამდენი ნიჭიერი მომღერალი გყავს დაუსაქმებელი, სწორი არ არის. იმ მომღერლების ჰონორარის ნახევარი რომ გადაეხადათ ქართველებისთვის, არავინ წავიდოდა საქართველოდან. რაღაც მიზეზების გამო, მეც დაბლოკილი ვიყავი, რადგან მიიჩნეოდა, რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ოჯახი მყავდა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შოუბიზნესში საქმე უკეთესობისკენ წავიდა, მაშინ 10–15 მომღერალი მაინც ჩანდა და ახლა ერთი მომღერალიც არ მეგულება, რომელიც მუშაობს. ჩემმა ოჯახმა ბევრი ზეწოლა გადაიტანა, მაგრამ ღმერთი მაღალია და ყველაფერს გავუძელით.

– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამათქვენი, თემურ ქარსელაძე დააკავეს...

– დიახ, ყველგან დაიწერა, ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირესო. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ჯჯჯ
დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახეოოოო
17:14 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქარსო
აქამდე სად იყავი ნინი.ეს რა ახალი პიარ ინტრიგაა თუ ხატუნას მოენატრა თემო
11:03 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გელას
ვინც არ უნდა იყოს არ შეგეფერებათ ესეთი კომპლიმენტის მიძღვნა,მამაკაცისტვის არ არის ლამაზი.აცალეთ თვითონ დაჭამენ ერთმანეთს.
08:26 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კესარია
კვირის პალიტრაში წერ არ-- ვუსურვებო ირმასო.აქ კიდე ვუსურვებო.შენც არ იცი რა შარზე ხარ ნინი.მიხედე შენს საქმეს.
11:13 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკდონალდი
ტყუილი დაიწერა რამე????? .არ არის შენი მამა და არ დაიჭირეს ნარკოტიკებზე.??????თემურ თათარაშვილზეც დაიწერა დს გამოაცხადეს მაგრამ მისი გოგო არ მატრაკვეცობს ისე როგორც შენ ეხლა დაიწყე ხათუნას დარიგებით ალბათ.ასეთი მაგარი კაცი თუ იყო რას გაშორდა დედაშენი და ზურას რას გაყვა
11:00 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინის
მალე ასრულდება შენი სურვილი .
23:24 / 08-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS