- რამდენიმე წლის წინ ლონდონში გავემგზავრე ინგლისური ენის კურსებზე. ინგლისიდან კი ჰოლანდიაში გადავედი საცხოვრებლად. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, მაქვს დიპლომი. ღმერთმა ქნას, არ დამჭირდეს, იურისტის პროფესიით
– ნინი, ქართულ შოუბიზნესში რატომ აღარ ჩანხარ?
– ამ ქვეყანაში არაფრის კეთებას აღარა აქვს აზრი. თუ პოლიტიკოსი ხარ, შეიძლება გქონდეს რაღაც პერსპექტივა. ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უამრავი კარგი პროექტის განხორციელება შეუძლიათ, რადგან ძალიან ნიჭიერი ერი ვართ, დიდი კულტურული ტრადი-ციები გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს არავის აინტერესებს. მომღერლების შემოსავლის წყარო სიმღერაა, საქართველოში კი კონცერტები აღარ ტარდება. ბევრი ადამიანი იმიტომაც მიდის საზღვარგარეთ, რომ უნდა პოლიტიკაში იყოს ჩართული... გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ?
– შენ რატომ წახვედი საქართველოდან?
– მიუხედავად იმისა, რომ მყავს ოჯახი, რომელიც არაფერს მაკლებს, მაინც მინდა დამოუკიდებლად მივაღწიო ყველაფერს. უკვე 22 წლის ვარ და ვინმეზე რატომ უნდა ვიყო ჩამოკიდებული? რამდენად გამიმართლებს არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს, გავაკეთებ.
– წინა წლებში არაერთი კონცერტი ჩატარდა ქართველი და უცხოელი მომღერლების შესრულებით, რომელზეც შენ არ გამოჩენილხარ, ეს რას მივაწეროთ?
– უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანა (თანაც წელიწადში რამდენჯერმე), როცა ამდენი ნიჭიერი მომღერალი გყავს დაუსაქმებელი, სწორი არ არის. იმ მომღერლების ჰონორარის ნახევარი რომ გადაეხადათ ქართველებისთვის, არავინ წავიდოდა საქართველოდან. რაღაც მიზეზების გამო, მეც დაბლოკილი ვიყავი, რადგან მიიჩნეოდა, რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ოჯახი მყავდა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შოუბიზნესში საქმე უკეთესობისკენ წავიდა, მაშინ 10–15 მომღერალი მაინც ჩანდა და ახლა ერთი მომღერალიც არ მეგულება, რომელიც მუშაობს. ჩემმა ოჯახმა ბევრი ზეწოლა გადაიტანა, მაგრამ ღმერთი მაღალია და ყველაფერს გავუძელით.
– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამათქვენი, თემურ ქარსელაძე დააკავეს...
– დიახ, ყველგან დაიწერა, ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირესო.
იხილეთ სრულად




















