15 ივნისი, 2018
ზურა დოიჯაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საზოგადოებას მომღერალ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

"არიან მომღერლები რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი.

ასეთია ზურა დოიჯაშვილი, სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის, ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი, დღეს სანამ ცოცხალია, მანამ ჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის
დატირება კარგად შეგვიძლია, საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არციტყოდა თავის გაჭირვებას შემთხვევით რომ არ გამეგო, საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავრჩინოთ ზურა! ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია! თბს.ბანკი

GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილიGE23BG0000000747592200 საქართველოს ბანკი“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკო
მართლაც კარგი ადამიანია ზურა დოიჯაშვილი და ყველა დავეხმარებით მას ვისაც როგორ შეგვიძლია. მაგრამ ეს ჯღარკავა რას გვმოძღვრავს, მას როგორც ცნობილია, კარგი სამსახური და ძალიან დიდი ანაზღაურება აქვს, არც ცნობილებთან ნაცნობობას უჩივის და პირველ რიგში ჯერ მათ მიმართოს და თვითონ გაუწიოს დახმარება.
23:21 / 18-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS