თამო ვაშალომიძის მორიგი ფოტოსესია - მოდელი ეროტიულ გადაღებებზე ქალიშვილთან ერთად დადის
მოდელი თამო ვაშალომიძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. პატარა სოფია 11 თებერვალს დაიბადა. ვაშალომიძემ მოკლე დროში მოახერხა ფორმაში ჩადგომა და უფრო მეტიც, ახლა იმაზე უფრო გამხდარია, სანამ ორსულად იქნებოდა და ამას მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.
თამო ვაშალომიძე თამამ ფოტოებს ისევ არ ერიდება და საქმიანობას ძველებურად განაგრძობს. ბოლო ფოტოსესიის ფოტოები ცოტა ხნის წინ, მან სოც-ქსელში განათავსა. ფოტოებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, მოდელი, გადაღებებზე უკვე ქალიშვილთან ერთად დადის.