რა ხდება Samsung-ში?
კორეული გიგანტის უახლეს QLED ტელევიზორებზე 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე ახალი აქცია მოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში შეძენილ QLED ტელევიზორს სასაჩუქრე ვაუჩერები მოყვება, რომლის განაღდება პაბ ვარშტაინერშია შესაძლებელი. ვაუჩერის ნომინალი 150 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია შეძენილი ტელევიზორის მოდელზე.
QLED სამსუნგის
QLED ტელევიზორები ბევრად უფრო ნათელი, კონტრასტული, მკაფიო და რაცმთავარია, რეალისტურია, რადგან ყურადღება არა მხოლოდ რეზოლუციაზე და პიქსელებზეა გამახვილებული, არამედ თვით გამოსახულების ხარისხზე. QLED ტელევიზორის ეს შესაძლებლობები პირდაპირ თანხვედრაშია სპორტული აქტივობების მაღალი სტანდარტებით ჩვენებასთან.
რა ხდება ვარშტაინერში?
გარდა იმისა, რომ პაბში საუკეთესო გერმანული ტრადიციების ლუდი ისხმება და ქართულ-გერმანული სამზარეულო მოქმედებს, მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში იგი მთლიანად ბრენდირებული და Samsung-ის ტელევიზორებით აღიჭურვილი იქნება. სივრცე იმგვარად არის დაგეგმილი, რომ ფეხბურთის ფანებს ყველა წერტილიდან შეეძლებათ საფეხბურთო ტრანსლაციის ყურება, მაღალი რეზოლუციის მქონე სამსუნგის პანელებში.
ვარშტაინერში ერთიანი სივრცეა, თუმცა, დარბაზი სამი ნაწილისგან შედგება. მარჯვენა, მარცხენა და აივნის ნაწილში ფანებს შეუძლიათ უყურონ საყვარელი გუნდების თამაშის ტრანსლაციას ადგილების წინასწარი დაჯავშნის საშუალებით. პაბში ასევე განთავსებულია კუპე უფრო მყუდრო გარემოს მოყვარულებისთვის და რაც მთავარია, მოქმედებს ღია ტერასა, რომელიც ასევე ფეხბურთის ფანებს დაეთმობა.
რა იგეგმება მატჩებს შორის?
ვარშტაინერის შიდა დარბაზში სამსუნგის ბრენდ ზონა არის მოწყობილი, სადაც განთავსებულია უახლესი QLED ტელევიზორი, ბრენდირებული დივანი და რაც მთავარია, სათამაშო კონსოლი. კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს საშუალება აქვთ საკუთარი ძალები მოსინჯონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს მატჩის დაწყებამდე ან შესვენებებს შორის.
ნახევარ და მეოთხედფინალური თამაშების დაწყებამდე, Samsung-ი პაბის სტუმრებს ფეხბურთის თემაზე ვიქტორინას შესთავაზებს. საუკეთესო პასუხების ავტორი მაგიდის წევრები 10-დან 15 პროცენტამდე ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ QLED ტელევიზორებზე სამსუნგის ბრენდმაღაზიაში.
ფინალის დღეს - თამაშის დაწყებამდე კი სუპერ პრიზი გათამაშდება. ორი საუკეთესო პასუხების მქონე მაგიდიდან თითო ადამიანი ერთმანეთს შეეჯიბრება სათამაშო კონსოლზე. გამარჯვებული საჩუქრად მე-8 სერიის 65 ინჩიან QLED ტელევიზორს მიიღებს.
როგორ ჩავერთო?
ამ ყველაფრის მონაწილე სამსუნგის უახლესი QLED ტელევიზორს შეძენით შეგიძლია გახდე. სამსუნგის პარტნიორ ოფიციალურ მაღაზიებში QLED TV -ს შეძენისას გადმოგეცემათ 150-დან 400 ლარამდე ღირებულების ვარშტაინერის ვაუჩერი, რომლის დახარჯვა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და ფეხბურთის საგულშემატკივროდ იქნება შესაძლებელი.
სამსუნგის ვაუჩერის განაღდება ვარშტაინერში 31 ივლისამდეა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წინასწარ ჯავშნის გაკეთება.
აღმოაჩინე ფეხბურთი თავიდან სამსუნგის QLED ხარისხში.
(R)