"გიო ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ. მისი შემოქმედება სიკეთეს თესავს და სითბოთი, სიყვარულითა და სინანულით განაწყობს მსმენელს.
აღვავლენთ ლოცვებს გიორგის უკვდავი სულისათვის რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.