13 ივნისი, 2018
"მე და ზუკა ჩუმად მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს" 15 წლის გიგის წვენსაწური აპარატი და ნავაჭრი მოპარეს
ჟურნალ "ok"-ის მთავარი რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 15 წლის გიგის ჯიხური ორჯერ გაძარცვეს.

"ეს ისტორია რასაც გიამბობთ არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი ნეტა სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?

გუშინ გიგისთან რომ მივედით, ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის - ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ, ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე
კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა!

რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა, გიგის რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით რომ პრობლემა აქვს - ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო - მიდის და ქურდავს.

გული მქონდა ცუდად გუშინ კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა რომ ის რაც მოვისმინეთ იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან ..." - წერს ჯიბლაძე. 

Rating

გიგი შშმ პირია, ის რუსთაველზე სახლთან ნატურალურ წვენებს ყიდდა, თუმცა, როცა ქალაქის მთავარ გამზირზე ვაჭრობა აიკრძალა, გიგის ქალაქის მერმა სიურპრიზი გაუკეთა და მზიურში ჯიხური გადასცა.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იაიაია
„ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ....“ - და არა მხოლოდ ამ ამაზრზენი საქციელისთვის....
18:20 / 13-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS