13 ივნისი, 2018
"ცალკე პირობები მაქვს მიცემული უფლისთვის, რაც არავინ იცის" - რა დაეხმარა გიორგი მახარაძეს უმძიმესი სენის დამარცხებაში
გიორგი მახარაძე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნდა, რასაც მაყურებელი ძალიან დიდი სიხარულითა და ემოციებით შეხვდა. გთავაზობთ ჟურნალ "თბილისელებიდან" ინტერვიუს ამონარიდს გიორგი მახარაძესთან.

"ოპერაცია რომ გავიკეთე, პალატაშივე ვთქვი: ვსო, ეგ იყო და მორჩა მეთქი. ამას ახლობლების დასამშვიდებლად არ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო და მადლობა ღმერთს, ეგრეც მოხდა.

თურქეთიდან ყველაზე გახარებული ბოლოს დავბრუნდი, მითხრეს, რომ ქიმიის გაკეთება აღარ მომიწევდა. მანამდე ვიცოდი, რომ ამ პროცესს დეპრესია ახლდა, მაგრამ რა დეპრესია–მეთქი, ვფიქრობდი. თურმე
თვითონ ქიმია კი არა, ის მდგომარეობა იწვევს დეპრესიას, რომელშიც ქიმია გაგდებს. რომ ვიჯექი და პოზის შეცვლა მინდოდა, ორი საათით ადრე ვიწყებდი მომზადებას. ტკივილი კი არ გაწუხებს, უბრალოდ, საშინლად შეუძლოდ ხარ.

სუნები და გულისრევა ხომ საერთოდ. მეუბნებოდნენ, ტოქსიკურ ორსულობას აქვს ეგეთი სიმპტომებიო და ახლა გავუგებ ასეთ ქალებს. საბოლოო ჯამში, ამდენი დისკომპორტისგან ხასიათი გეცვლება. თვითონ გადასხმის დროს არაფერია, მაგრამ დამთავრების მეორე დღიდან, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

ისეთი საშინელი შეგრძნებები იყო, ვერაფერს შევადარებ. მე ჩემი პირადი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. მარტოც რაღაცები მილაპარაკია მასთან და თაბორის მონასტერშიც ხშირად ავდიოდი მამა ბართლომესთან. მან ძალიან გამაძლიერა და საერთოდ, ამ ამბავში ეგ მხარე ძალიან დამეხმარა. მე ჩემთვის ცალკე პირობები მაქვს მიცემული უფლისთვის, რაც არავინ იცის".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თემო
ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგლოცოს
17:01 / 15-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მსქროლავი ტროლი
ღმერთმა გაჯანმრთელოს და პირობებს უყენებენ, ალბათ სიტყვას გულისხმობდი... უფლისათვის მიცემულ სიტყვას კი აღთქმა ჰქვია...
18:30 / 13-06-2018
გამოხმაურება / 0 /
vaxo...
უფალმა გაგაძლიეროს ძმაო!
16:50 / 13-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS