კონკურსანტებმა გუშინდელ კონცერტზე ლეგენდარული „ქვინის“ სიმღერები შეასრულეს. პროექტში სულ 31742 ზარი შევიდა და მაყურებელთა გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებში ალექს კიკვიძე და თამუნა გიორგაძე აღმოჩნდნენ. საბოლოო გადაწყვეტილებით, კონკურსს თამუნა გიორგაძე გამოეთიშა.
სტეფანე: როცა ნანიკომ გაათანაბრა ხმები ცოტა
გუშინდელი ლაივ-შოუს ლიდერი პირველი კონცერტის აუტსაიდერი ია ტომაში იყო. იას გუშინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის გაციებული გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტში დარჩენისთვის ყველანაირი ბარიერი გადალახა.
ია ტომაში: ძალიან კარგი ყოფილა ლიდერობა, მაგარი შეგრძნებაა. წინა კვირას აუტსაიდერებში ვიდექი, ამიტომ ამ კონცერტზე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, ისევ იგივე რომ არ განმეორებულიყო.
თამუნა გიორგაძის „იქს ფაქტორში“ გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქუთაისელმა გოგონამ თავიდანვე მოხიბლა მსმენელი, ის საკუთარ გუნდში ანრი ჯოხაძემ დატოვა, თუმცა, გუშინ პროექტს გამოეთიშა.
თამუნა გიორგაძე: ემოციურია, ჯერ ვერ გავიაზრე, რა ხდება. დავმშვიდდები და კარგად იქნება ყველაფერი, ეს არის პროექტი, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
პროექტს ფილარმონიაში უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მათ შორის იყვნენ ნიკა წულუკიძე და თამრიკო მაყაშვილი.
ნიკა წულუკიძე: ნანიკო ხაზარაძის ჯგუფს ვგულშემატკივრობთ მე და თამრიკო მაყაშვილი, პირველად მინდა, რომ ასეთი პროექტი ბავშვმა მოიგოს.
თამრიკო მაყაშვილი: რა თქმა უნდა, ლიკუნა თუთისანს ვგულემატკივრობთ. რა თქმა უნდა, გორის გულშემატკივარიც ვარ, მაგრამ მათ ჭიდაობაში ვგულშემატკივრობ. ეს არის ყველაზე მაგარი „იქს ფაქტორი“ და გილოცავთ ხალხო.