10 ივნისი, 2018
რუსკა მაყაშვილი "იქს ფაქტორის" რეპეტიციებზე 8 თვის ვაჟთან ერთად დადის - ნახეთ რა ხდება პროექტის კულუარებში და რა გელოდებათ ხვალ
მეგაპროექტები რუსკა მაყაშვილის გარეშე უკვე წარმოუდგენელია, მსახიობი ამჯერად "იქს ფაქტორის" წამყვანია და საკუთარი ენერგიულობით ყველას აოცებს. რუსკა დედა რამდენიმე თვის წინ გახდა, მას პატარა ილია შეეძინა, რომლის აღზრდაშიც აქტიურად არის ჩართული.

როგორც ჩანს, პატარა ილია მალე ყველგან დედასთან ერთად ივლის. მსახიობმა ვაჟიშვილი გუშინ "იქს ფაქტორის" რეპეტიციაზე მიიყვანა და მთელი დღე თავისთან ჰყავდა.



ილია რეპეტიციებზე საერთოდ არ დაღლილა, უფრო მეტიც - ცდილობდა, კონკურსანტებს აყოლოდა და თავადაც ემღერა, თუმცა, მან ჯერ სიარულიც კი არ იცის.



"იქს ფაქტორის" მეორე
ლაივ-შოუსთვის შემოქმედებითი ჯგუფი და კონკურსანტები განსაკუთრებულად ემზადებიან.

კონკურსანტები ხვალ ლეგენდარული "ქვინის" უკვდავ ჰიტებს შეასრულებენ, ერთ-ერთი მათგანი ტრადიციისამებრ შოუს გამოეთიშება, ამიტომ თითოეული კონკურსანტის თაყვანისმცემელმა განსაკუთრებულად უნდა იაქტიუროს და რჩეულს დაურეკოს.

პროექტის შემქმენელები მაყურებელს მორიგ დაუვიწყარ შოუს პირდებიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS