როგორც ჩანს, პატარა ილია მალე ყველგან დედასთან ერთად ივლის. მსახიობმა ვაჟიშვილი გუშინ "იქს ფაქტორის" რეპეტიციაზე მიიყვანა და მთელი დღე თავისთან ჰყავდა.
ილია რეპეტიციებზე საერთოდ არ დაღლილა, უფრო მეტიც - ცდილობდა, კონკურსანტებს აყოლოდა და თავადაც ემღერა, თუმცა, მან ჯერ სიარულიც კი არ იცის.
"იქს ფაქტორის" მეორე
კონკურსანტები ხვალ ლეგენდარული "ქვინის" უკვდავ ჰიტებს შეასრულებენ, ერთ-ერთი მათგანი ტრადიციისამებრ შოუს გამოეთიშება, ამიტომ თითოეული კონკურსანტის თაყვანისმცემელმა განსაკუთრებულად უნდა იაქტიუროს და რჩეულს დაურეკოს.
პროექტის შემქმენელები მაყურებელს მორიგ დაუვიწყარ შოუს პირდებიან.