10 ივნისი, 2018
მოდელი სოფო ლუხუტაშვილი ბიზნესმენზე გათხოვდა - ქორწილი, რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა (+ფოტო, ვიდეო)
ლალი ტოტიკაშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი, სოფო ლუხუტაშვილი გათხოვდა. მისი და ბიზნესმენ დავით კოპაძის რამდენიმე-წლიანი „ლავ სთორი“ დასრულდა ულამაზესი ქორწილით, რომელზეც დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობს.

სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმეტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს, ქორწილში უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. წინასწარ იყო განსაზღვრული დრეს-კოდი, ბიჭებს ძირითადად ფრაკები, ხოლო გოგონებს კოქტეილის კაბები ეცვათ. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ეცვა.

Rating

ქორწილის რეჟისურაზე ბაკურ ბაკურაძემ იზრუნა. როგორც ბაკურაძემ სოც-ქსელში დაწერა, მან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ისეთ ქორწილზე იზრუნა, რომელიც
ქვეყნის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და თუ სტუმრების შეფასებებით ვიმსჯელებთ, ეს ალბათ გამოუვიდა კიდეც, რადგან ინტერნეტში ყველა ამ ქორწილზე წერს.

Rating

ქორწილის გაფორმებაზე მოძრაობის და პანტომიმის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ, ღონისძიებას რამდენიმე კამერით და ოთხი დრონით იღებდნენ. გარშემო ყველაფერი ულამაზესი ორქიდეებით და ვარდებით იყო გაფორმებული.


რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ის შვიდმეტრიანი გახლდათ და ისევე როგორც საქორწინო ინტერიერი, ტორტიც ვარდებით და ორქიდეებით იყო გაფორმებული.


გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარი დაჯდა. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

იხილეთ ვიდეო:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნინო
რატო განიცდით? ვისაც უნდა მილიონს დახარჯავს ქორწილში, ვისაც უნდა საერთოდ არ გადაიხდის. თქვენი რომ დაგეგმავთ დაოჯახებას, ნუ გადაიხდით საერთოდ ნურაფერს და თქვენვე დაეხმარეთ გაჭირვებულებს მაგ ფულით. სხვა რას იზავს თქვენი საქმე არ არის.
12:32 / 20-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მაია
ან ფოტოებია საშინელი ან მაკიჟი, ან კიდევ მახინჯები არიან
14:48 / 14-06-2018
გამოხმაურება / 0 /
თენგო
ხალხო ასე რამ გაგაბოროტათ? უამრავი ხალხი თუ მშიერია ერთი ადამიანის ბრალი არაა და კონკრეტულად ამ ბიჭს უამრავი ადამიანი ყავს დასაქმებული...
19:21 / 12-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ციო
ამ თანხით 2 ადამიანის სიციცხლე გადაერჩინათ და ცოტა მოკრძალებულად ექორწინათ, არ ჯობდა? მთელს მატ შთამომავალს მადლი არ მოაკლდებოდა. რა ვიცი რა ვიცი
17:49 / 12-06-2018
გამოხმაურება / 0 /
.......
ფოტოებია, ფოტოების უნახავს გაგხდის
11:51 / 11-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS