09 ივნისი, 2018
“ჩემო სამართლიანო ერო, ნახეთ, უსმინეთ, არ აღმოჩნდა სარალიძე “მოსაკლავი, ცუდი ბავშვი,რომელიც კიდევ კარგი რომ მოკლეს…..”
ნათია ფანჯიკიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას და ამასთან დაკავშირებით 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა. 

”ვგიჟდები ბავშვებზე, უცებ რომ გაიზრდებიან, უზარმაზარი ტანის გახდებიან, არადა სახე, ქცევა, რათქმაუნდა, ისევ იმ ასაკის ბავშვის აქვთ, რა ასაკისაც არიან. ამ დროს ძალიან სასაცილოები, საყვარლები და გულისამაჩუყებლები ხდებიან. ჩემო სამართლიანო ერო, ნახეთ, უსმინეთ, არ აღმოჩნდა დავით სარალიძე “მოსაკლავი, ცუდი ბავშვი, რომელიც კიდევ კარგი რომ მოკლეს და საერთოდაც ჯობს მიცვალებულს მივუსაჯოთ, იმის გამო, რომ
ასე ცუდი იყო და სიცოცხლეს ბედავდა”… ჩემო ნაცთმოძულე ერისნაწილო, ნაცები პროკურატურაში, სამართლის სისტემაში, ნაცებისდროინდელი საქმიანობით, ოღონდ უკვე სხვა ბატონებისთვის დამაშვრალი, არ შედის თქვენს ნაცთმოძულეობაში? არც ზაზა სარალიძის გულწრფელი გლოვის გჯერათ? ტიპიურია ესეც. არც ნაცებს სჯეროდათ ირინა ენუქიძის გლოვის და რომ მოკვდა, ვერც შემდეგ შენიშნეს, რომ მოკვდა. იმედი მაქვს, ზაზა სარალიძე, რომელსაც სისტემა ისევ ულმობლად სრესს სწორედ ამგვარი მანიპულაციებით, უბინძურესი ხერხებით, მიიღებს ადამიანებისგან ნამდვილ და გულწრფელ თანადგომას და მთავრობა გახდება იძულებული, შეცვალოს სამართლის სისტემა და დააკომპლექტოს ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი იურისტებით” – წერს ფანჯიკიძე.


შეგახსენებთ, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის თქმით, სიცრუეა, რომ სარალიძე მოსწავლეებს აბულინგებდა.

ვერ ნახავთ ამხელა სკოლაში (ძალიან დიდი სკოლაა ეს) ადმიანს, რომელიც გეტყვით, რომ როდესმე დათოსთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონია, ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი,“ - ამბობს თბილისის #51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მანჩო
თუ ასეა თქვე კაი ხალხო იმ ასი მოწმიდან გამოვიდეს ერთი მაინც და თქვას ვინ მოკლა ეს ბავშვი
22:55 / 09-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Niania
Ver vitan am "filosofosis"dzaan moqargul "paskvilebs" eris mimart!
18:07 / 09-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS