08 ივნისი, 2018
ქეთი გომართელი და ქეთა თოფურია ერთნაირ კომბინიზონებში
რამდენიმე-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი ქეთი გომართელი შოუ-ბიზნესში დაბრუნდა. მან რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაწერა, კერძოდ 90-იანი წლების ქართული ჰიტები გააცოცხლა და ჯგუფ "სახის" ჰიტზე "როგორ მინდა მოგეფერო" კლიპიც გადაიღო.

ქეთიმ კიდევ ერთი დუეტი ჩაწერა ლექს-სენთან. თიკო სადუნიშვილის და ლექსსენის სიმღერა გესმოდეს, ამიერიდან კონცერტებზე ქეთის და რეპერის მიერ შესრულდება.

Rating

სიმღერის პრემიერა დღეს საღამოს გაიმართება. სტუმრად მოწვეული არიან ცნობილი სახეები.

ქეთი საღამოსთვის განსაკუთრებულად ემზადება, მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ქეთა თოფურიასნაირი წითელი სექსუალური კოსტიუმი აცვია. 

ქეთას წითელი კოსტიუმი
ალექსანდრე არუთინოვმა გასულ წელს შეუკერა, ვინ იზრუნა ქეთი გომართელის დღევანდელ ჩაცმულობაზე, ამას საღამოს გავარკვევთ. 

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტატო
კარგით რაა... ვითომ მოდას მისდევენ მაგრამ ეს რა უბედურებაა, რა ჩასაცმელი ესაა
11:11 / 09-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS