08 ივნისი, 2018
"გამომძალველია, მაყუთიანი ვეგონე...“ -ბორის ბედიას პირველი კომენტარი სკანდალურ საქმეზე
ქართველი მომღერალი, ბორის ბედია სკანდალში გაეხვა. ამის მიზეზი უკრაინელი ლამაზმანი გახლავთ. ლარისა სტროკინამ ბორისისგან შვილი გააჩინა და ბორის შვილის აღიარება და ალიმენტის გადახდა მოსთხოვა. საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ შვილის მამის დასადგენად დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. ბორისი ლარისას შვილის მამა აღმოჩნდა. გოგონა უკვე სამი წლისაა და მამას ჯერ არც უნახავს. როგორც ბორისი ამბობს, მას შვილი დედამ არ აჩვენა.

ბორის ბედია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მას ჩვენ ინტერნეტით დავუკავშირდით.

- ბორის, მამა ყოფილხარ... მართლა ორ წელს ითვლის თქვენი
ურთიერთობა?


- ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს და არა ორი წელი. ეს არის მტკნარი სიცრუე, რასაც მისი ადვოკატი წერს. ბავშვი ვაღიარე შვილად, მაგაზე ორი აზრი არ მაქვს.

- გვარი მიეცი?

- რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ალიმენტზეა დავა. არარეალური თანხა მოითხოვეს. 1500 დოლარი საიდან უნდა მოვუტანო?!

- ახლა რატომ გახდა ეს თემა აქტუალური, აქამდე არ ითხოვდა დედა ალიმენტს?


- ეს დახურული სასამართლო იყო, სამოქალაქო საქმე დიდხანს იწელება.

- მართლაია, რომ შვილი არ გინახავს?

- და მაჩვენებს ვინმე?!

- მოითხოვე და უარი გითხრეს? რა მიზეზით?

- ჯერ ერთი, დიდი მანძილია ჩვენს შორის და მეორეც, დედამისს ისეთი არარეალური მოთხოვნები აქვს...

- ბორის, ვიცი, რომ სულ გინდოდა ცოლის მოყვანა, ლარისას ცოლად შერთვაზე არ გიფიქრია?

- ჩვენ სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, რა ცოლობაზეა ლაპარაკი?! რაც შეეხება შვილს, რასაც სასამართლო დამაკისრებს ალიმენტის სახით ამ უმუშევარ კაცს, იმას გადავიხდი. საქმე ჯერ ისევ წარმოებაშია.

- როდის გაიგე, მამა რომ ხდებოდი?

- ერთი თვის ფეხმძიმობა არ ეტყობა ქალს, არც ეხოზე წამომყვა. ბავშვი რომ გააჩინა, მერე დაიწყო ამ არარეალური თანხის მოთხოვნა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა.

- მას ჰქონდა სურვილი შენთან ოჯახის შექმნის? ამის შესახებ გისაუბრიათ?


- ერთი სურვილი კი ჩანს, გამომძალველია, მაგრამ საქმე ისაა, რომ გამოსაძალი არაფერი მაქვს. მაგას ეტყობა მაყუთიანი ვეგონე.

წყარო: პრაიმტაიმი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS