ბორის ბედია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მას ჩვენ ინტერნეტით დავუკავშირდით.
- ბორის, მამა ყოფილხარ... მართლა ორ წელს ითვლის თქვენი
- ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს და არა ორი წელი. ეს არის მტკნარი სიცრუე, რასაც მისი ადვოკატი წერს. ბავშვი ვაღიარე შვილად, მაგაზე ორი აზრი არ მაქვს.
- გვარი მიეცი?
- რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ალიმენტზეა დავა. არარეალური თანხა მოითხოვეს. 1500 დოლარი საიდან უნდა მოვუტანო?!
- ახლა რატომ გახდა ეს თემა აქტუალური, აქამდე არ ითხოვდა დედა ალიმენტს?
- ეს დახურული სასამართლო იყო, სამოქალაქო საქმე დიდხანს იწელება.
- მართლაია, რომ შვილი არ გინახავს?
- და მაჩვენებს ვინმე?!
- მოითხოვე და უარი გითხრეს? რა მიზეზით?
- ჯერ ერთი, დიდი მანძილია ჩვენს შორის და მეორეც, დედამისს ისეთი არარეალური მოთხოვნები აქვს...
- ბორის, ვიცი, რომ სულ გინდოდა ცოლის მოყვანა, ლარისას ცოლად შერთვაზე არ გიფიქრია?
- ჩვენ სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია, რა ცოლობაზეა ლაპარაკი?! რაც შეეხება შვილს, რასაც სასამართლო დამაკისრებს ალიმენტის სახით ამ უმუშევარ კაცს, იმას გადავიხდი. საქმე ჯერ ისევ წარმოებაშია.
- როდის გაიგე, მამა რომ ხდებოდი?
- ერთი თვის ფეხმძიმობა არ ეტყობა ქალს, არც ეხოზე წამომყვა. ბავშვი რომ გააჩინა, მერე დაიწყო ამ არარეალური თანხის მოთხოვნა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა.
- მას ჰქონდა სურვილი შენთან ოჯახის შექმნის? ამის შესახებ გისაუბრიათ?
- ერთი სურვილი კი ჩანს, გამომძალველია, მაგრამ საქმე ისაა, რომ გამოსაძალი არაფერი მაქვს. მაგას ეტყობა მაყუთიანი ვეგონე.
წყარო: პრაიმტაიმი