ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "რეიტინგი" გია სურამელაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო გია, მართლა დაქორწინდით?
- რას მეუბნებით? სულ ცოტა ხნის წინ დავშორდი შეყვარებულს. როგორ დავქორწინდებოდი.
- მთელი თბილისი ამაზე საუბრობს...
- ვერაფერს გეტყვით. უსაქმური ხალხი ჭორაობს ყოველთვის. არ დავქორწინებულვარ და უახლოეს პერიოდში არც ვაპირებ. კონცერტები მაქვს დაგეგმილი.
- ისე როგორ ქალს ისურვებდით ცოლად?
-
- ვისაც დაშორდით, როგორი ქალი იყო?
- ეს რომ ის ყოფილიყო, ვინც ჩემი ცოლობის ღირსია, ხომ არ დავშორდებოდი? არ მსურს მასზე საუბარი. მადლობას ვუხდი ხალხს, ასეთი რეიტინგული მათი დამსახურებით ვარ. ცოლი ჯერ არ მომიყვანია.