07 ივნისი, 2018
"მადლობას ვუხდი ხალხს, ასეთი..." - გია სურამელაშვილი საიდუმლოდ დაქორწინდა
მომღერალ გია სურამელაშვილის გარშემო ყოველთვის ათასი ჭორ-მართალი ტრიალებს. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში მისი დაქორწინების შესახებ ალაპარაკდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალმა საიდუმლოდ იქორწინა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "რეიტინგი" გია სურამელაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო გია, მართლა დაქორწინდით?
- რას მეუბნებით? სულ ცოტა ხნის წინ დავშორდი შეყვარებულს. როგორ დავქორწინდებოდი.



- მთელი თბილისი ამაზე საუბრობს...

- ვერაფერს გეტყვით. უსაქმური ხალხი ჭორაობს ყოველთვის. არ დავქორწინებულვარ და უახლოეს პერიოდში არც ვაპირებ. კონცერტები მაქვს დაგეგმილი.

- ისე როგორ ქალს ისურვებდით ცოლად?
-
ასე ვერ გეტყვით. "პა ზაკაზუ" ხომ არ მოდის ეგ ამბავი?

- ვისაც დაშორდით, როგორი ქალი იყო?
- ეს რომ ის ყოფილიყო, ვინც ჩემი ცოლობის ღირსია, ხომ არ დავშორდებოდი? არ მსურს მასზე საუბარი. მადლობას ვუხდი ხალხს, ასეთი რეიტინგული მათი დამსახურებით ვარ. ცოლი ჯერ არ მომიყვანია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიას ფან-კლუბი
ცოლი მოიყვანა, თუ ცოლად გაყვა? გაურკველობაში ვართ. ძვირფასეულობაზე იძახის ყოველთვის საყვარელმა მიყიდაო, ე.ი. ვინმე ნავთობის მაგნატმა და შეიხმა, რომლებიც ღამეში მილიონსაც იხდიან უშურველად.
00:05 / 08-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS