07 თებერვალი, 2014
თაკო გაჩეჩილაძე ვალენტინობას მოსკოვში ნინი ბადურაშვილის ქმრის ბარში იმღერებს
ამომწურავად გიპასუხეთ ყველა კითხვაზე და ნუ დამიწყებთ პატრიოტობაზე და რაღაც სისულელეებზე მოწერას მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე პირველ თებერვალს რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა. ამის შესახებ, ინფორმაცია თაკომ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

''ოკუპანტებთან მიდიხარ?'' - დაუწერა კომენტარი ერთ-ერთმა მეგობარმა მომღერალს. ''არა, მე ჩემებთან მივდივარ'', - ასეთი იყო თაკოს პასუხი.

''პუტინი აქაც არ უნდათ რუსებს. რა მინდა? ჯერ ერთი მიყვარს მოსკოვი, მეორეც ბიძაჩემი ცხოვრობს აქ თავისი ოჯახით. მესამე - ქეთა და ძალიან ბევრი მეგობარი ცხოვრობს აქ. იმედია ამომწურავად გიპასუხეთ
ყველა კითხვაზე და ნუ დამიწყებთ პატრიოტობაზე და რაღაც სისულელეებზე მოწერას'' - მოგვიანებით, ასე უპასუხა მის მიმართ გაჩენილ კითხვებს თაკომ.

დღეს, კი სოციალურ ქსელში კონცერტის პლაკატი გავრცელდა. კაფე-რესტორანი ''სექტემბერი'' 14 თებერვალს სიყვარულის დღის აღსანიშნავად ქართული ესტრადის სუპერდივა თაკო გაჩეჩილაძეს უმასპინძლებს.

პლაკატზე მაგიდების დასაჯავშნად რესტორნის ნომერია მითითებული. როგორც ჩანს, მომღერალი მინიმუმ 14 თებერვლის ჩათვლით მოსკოვში დარჩება. გააგრძლებს თუ არა თაკო კარიერას რუსეთის დედაქალაქში მეგობარი ქეთა თოფურიას მსგავსად. ამ თემაზე გაჩეჩილაძე ჯერჯერობით კომენატარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ კაფე-ბარი „სექტემბერი“ ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს, ირაკლი კუტალაძეს ეკუთვნის.

Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
სალომე
უი, სუპერ დივაც ყოფილა!
15:27 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კონცერტს გამართავს არა? :)
15:07 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო ასევე მისი დაიკო ნინოც არიან ულამაზესები.და პროფესიონალებიც თავიანთ საქმეში.ღმერთმა კარგი მეუღლეები და ოჯახი გიწყალობოთ.ბოღმიანებო აბა შემოუტიეთ...
14:30 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS