3 ივნისს, განახლებულ კინოთეატრში „სპატრაკი“ კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს:
• ფესტივალის გრან-პრი:
MAREGRAVE by JUSTINE CAPPELLE / BELGIUM
• საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
EKAANT by SARTHAK BHASIN / INDIA
•
APOLLO JAVAKHETI by BAKAR CHERKEZISHVILI / GEORGIA
• საუკეთესო ანიმაცური მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
FIFTY-TWO by BRODIE STEPHENSON / AUSTRALIA
ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში:
რეჟისურა: LASSE HOLDHUS for WITH TREE / GERMANY
ხმის რეჟისურა: WITH TREE / GERMANY
მონტაჟი: RUDOLF MING for THE COLLECTOR / UK
ოპერატორის ნამუშევარი: LUCAS LINDGREN for SKIN / AUSTRALIA
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალური აღნიშვნის სერთიფიკატით დაჯილდოვდა შემდეგი ფილმები:
THE BRIDE’S TREE by SHADI HABIB ALLAH / ISRAEL
TEA by PETRE TOMADZE / GEORGIA
THE BABYSITTER by HELLI HARDI / ISRAEL
სპეციალური აღნიშვნის სერთიფიკატი ასევე გადაეცათ სარაევოს კინოაკადემიის სტუდენტებს, რომლებმაც ფესტივალზე ბოსნია-ჰერცოგოვინას საუკეთესო კინოსკოლის პრეზენტაცია და ფილმების ჩვენება გამართეს.
2018 წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია), ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი), მსახიობი ნატა მურვანიძე და რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საკონკურსო კინოჩვენებები, ქართული ფილმების აფიშების გამოფენა, 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმის „არგონავტები“ ჩვენება, ქასთინგის და სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით მასტერკლასები, სარაევოს კინოაკადემიის და TAFU-ს პრეზენტაციები.
.