07 ივნისი, 2018
"ქართულ სიმღერაში დიდი სიფრთხილეა საჭირო, ასე ხელაღებით მუშაობა არ შეიძლება" - რა პრეტენზიები აქვს "მხოლოდ ქართულთან" თამრიკო ჭოხონელიძეს?
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარ შეფასებას ამა თუ იმ მუსიკალური მოვლენის მიმართ ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს. ის არც მუსიკალურ შოუებს ტოვებს ყურადღების მიღმა და საკუთარ მოსაზრებას ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამს. „რეიტინგი“ თამრიკო ჭოხონელიძეს „იქს ფაქტორის“ კულისებში შეხვდა.

- ქალბატონო თამრიკო, თუ ადევნებთ თვალს „იქს ფაქტორს“?
- შესარჩევი ტურებიდან ვუყურებ „იქს ფაქტორს“, ძალიან ჩართული ვარ და ვგულშემატკივრობ ყველა კონკურსანტს. ყოველ წელიწადს აღმოვაჩენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. წელს ნიჭიერების მოზღვავებაა, საქართველოში ამდენი ნიჭიერი ადამიანი „მეტისმეტია“. გული დამწყდება, ვიღაც რომ გამოეთიშოს კონკურსს.

თავისი
ტექნიკითა და ინტონაციური სისუფთავით მაოცებს თამუნა გიორგაძე. მისი სახით სიახლეა. გორის გოგონათა გუნდი მომწონს. ჟიურის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვინატრებდი. ეს ძნელია, მაგრამ დასტურია იმის, რომ პროექტში ყველა ნიჭიერი იღებს მონაწილეობას.



- ყველასთვის ცნობილია თქვენი დამოკიდებულება ქართული სიმღერის მიმართ, ამ პროექტში კი ქართულ სიმღერებს არ მღერიან, ეს მოსაწონია თქვენთვის?


- „იქს ფაქტორს“ არ აქვს პრეტენზია ქართულ სიმღერაზე, ამიტომ ამ კუთხით არც განვიხილავ ამ პროექტს. რასაც ქართულ სიმღერაზე აქვს პრეტენზია, იმასთან სხვა შენიშვნები მაქვს. ქართულ სიმღერაში დიდი სიფრთხილეა საჭირო, ასე ხელაღებით მუშაობა არ შეიძლება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS