05 ივნისი, 2018
ქრისტინე ძიძიგურის საქორწინო ბეჭედი ბაგრატიონების საგვარეულო რელიქვიებიდან
ქართული სამეფო ქორწილის გარშემო საზოგადოების ყურადღება არ წყდება. პრინცმა ხუანმა და ქრისტინე ძიძიგურმა მცხეთაში გადაიხადეს ულამაზესი ქორწილი, სადაც დიდგვაროვნები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

ქორწილი ორდღიანი იყო და ამისთვის ქრისტინემ სამი კაბა შეიკერა. მას საზეიმო მიღებაზე დიზაინერ ჯაბა დიასამიძის ულამაზესი წითელი კაბა, ხოლო ჯვრისწერის დღეს მარიონელას კაბები ეცვა.

პრესას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქრისტინეს საქორწინო ბეჭედი, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულო სამკაულია.
საქორწინო ბეჭედი ბაგრატიონების ოჯახის საგვარეულო რელიკვიაა, რომელიც ქრისტინეს ნიშნობაზე იოანეს დედამ უსახსოვრა.

ზურმუხტით, ბრილიანტებითა და თეთრი ოქროთი
დამზადებული დიდებული ბეჭედი იოანეს ბაბუამ სპეციალურად იოანეს დედისთვის დაამზადებინა.

როგორც შევიტყვეთ, იოანეს ბაბუამ სამკაულის შესაქმნელად ინდოეთის მაჰარაჯას საუკეთესო ქვა გამოაგზავნინა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
ქრისტინე ფულს გიხდით სტატიები რომ წეროთ? კარგი რაა,გავიგეთ,ძაან სასოამოვნოა.
16:05 / 05-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS