04 ივნისი, 2018
მუქარის წერილი, რომელიც ინგა გრიგოლიას გაუგზავნეს
გაზეთი "პრაიმტაიმი" დღევანდელ ნომერში, ნოდარ ნაზღაიძის მიერ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთვის გაგზავნილ იმ მუქარის წერილს ავრცელებს, რომლის საფუძველზეც დამნაშავე დააკავეს.

წერილის შინაარსი ასეთია: "ინგა გამარჯობა ძვირფასო. რამდენჯერ მოგწერე წერილი არ მოპასუხობ. შენ და ბავში როგორ ხართ? ძაან მაინტერესებს, ინგა შენი ტყუილებით ძაან დავიღალე უკვე ხან როგორ ტყუიოლს იტყვი ხან რომელს შენც ვერ გაგიგია ცხოვებაში რა გინდა. ხელწერილები კი მაწერინე თევზაძესთან ვაკის პოლიციაში.

ინგა ეხლა ვარ დარჩენილი ქუჩაში არც სახლი გამაჩნია და არც კარი კოსატავას 47-ში მე-9
სართულზე ბინა 37ინგლისის ელჩი რომ ცხოვრობდა შენზე გადაიფორმე. ყველაფერი გავარკვიე და ახლა დადგა იმის დრო რომ დამიბრუნოთ არადა შევტეხავ და შევალ სადაც გინდა იქ იჩივლე.

მერე მე ვიქნები მართალი, იმაში, რომ ვარ შენს წინაშე მართალი. ინგა კიდევ ერთხელ გეუბნები მე გავაფრთხილებ პოლიციას და ისე შევტეცხავ. ამოვიდა!"


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS