04 ივნისი, 2018
მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე დაინიშნა
19 მაისს გამართულ სამეფო ქორწილამდე მედიის ყურადღება მეგან მარკლის პირადმა ცხოვრებამ მიიპყრო და ბევრჯერ დაიწერა მისი ყოფილი მეუღლის - ტრევორ ენგელსონის შესახებაც. მას მეგანი შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს დაშორდა. როგორც ჩანს, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა პროდიუსერს უბიძგა თავადაც გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მეგობარ გოგონაზე - ტრეისი კარლენდზე დაინიშნა.

Rating

"Cosmopolitan"-ის ცნობით, წყვილი პირველ ივნისს დაინიშნა, ამის შესახებ ტრევორმა ინსტაგრამის პირად გვერდზე განაცხადა და ფოტოც ატვირთა, სადაც ტრეისი ნიშნობის ბეჭდით ფიგურირებს, „ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ, დღესასწაულისთვის მოემზადეთ“ -
დაურთო მან ფოტოს.

Rating

აღსანიშნავია, რომ მეგანისა და ტრევორის ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს მათ იამაიკაში, მეგობრების ვიწრო წრეში იქორწინეს, თუმცა, მალევე განქორწინდნენ, რადგან მეგანს სერიალ "Suit"-ის გადაღებების გამო, ტორონტოში გადასვლა მოუწია, შორმა მანძილმა კი, როგორც ჩანს, მათ ურთიერთობაზეც იქონია უარყოფითი გავლენა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
***
ვნერვიულობდი. კარგია ორივე დაბინავდა
16:12 / 04-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS