"Cosmopolitan"-ის ცნობით, წყვილი პირველ ივნისს დაინიშნა, ამის შესახებ ტრევორმა ინსტაგრამის პირად გვერდზე განაცხადა და ფოტოც ატვირთა, სადაც ტრეისი ნიშნობის ბეჭდით ფიგურირებს, „ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ, დღესასწაულისთვის მოემზადეთ“ -
აღსანიშნავია, რომ მეგანისა და ტრევორის ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს მათ იამაიკაში, მეგობრების ვიწრო წრეში იქორწინეს, თუმცა, მალევე განქორწინდნენ, რადგან მეგანს სერიალ "Suit"-ის გადაღებების გამო, ტორონტოში გადასვლა მოუწია, შორმა მანძილმა კი, როგორც ჩანს, მათ ურთიერთობაზეც იქონია უარყოფითი გავლენა.