"მოკლედ ეს კუპრავა საერთოდ არ მახსოვდა ვინ იყო, არც სახეზე არც გვარით, აქციაზე მივედი და ვიცოდი რატომ მივედი. იქ გავიგე ხალხის აღშფოთება ამ კუპრავაზე და მიზეზი ამ დამოკიდებულების, მერე უკვე ბევრი სხვა რამეც გაგვახსენდა ყველას და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ვბრაზდებოდით ამ აქციისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემისთვის, მაინც ვიდექით, არ ვღალატობდით იმ მთავარ იდეას, რის გამოც უმეტესობა შევიკრიბეთ. ისევე როგორც ყველა სხვა აქციაზე - ადამიანის
მოკლედ დღეს ვუსმენ ამ კუპრავას, რომ მისი და სარალიძის პოზიციები გაიყო და ჩემი თანამებრძოლი აღრ არისო. ხოდა კუპრავა შენს გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან, ისედაც ყველას გვაღიზიანებ ამდენი დღეა!!! სარალიძეს თანამებრძოლები უშენოდ ბევრად მეტი ეყოლება, თან რეალური და ნამდვილი ემოციით!
ადამიანები რომლებიც საერთოდ არ ითხოვენ გადატრიალებას, ჩვენ გვინდა ადეკვატური სასამართლო, პროკურატურა და სახელმწიფო, რომელსაც ევალება, რომ გემსახურებოდეს და არ იმეორებდეს წინამორბედის შეცდომებს!!!" - წერს მსახიობი.