ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონი, ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარს დაიწერენ. შემდეგ კი სტუმრებს საზეიმო ვახშამზე მცხეთაში, შატო მუხრანში უმასპინძლებენ.
ჯვრისწერის წინა საღამოს შატო მუხრანში გალა საღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე კი წითელ კაბაში მართლაც თვალისმომჭრელი გახლდათ.
ქართველი
ქრისტინე ძიძიგურს ხელისმომკიდედ მისი ფრანგი მეგობარი სენდი ტრებუილი ჰყავდა. ხუანმა ხელისმომკიდედ ბავშვობის მეგობარი მადრიდიდან გონფალო სალგადო ასენსიო აირჩია.
ქორწილში პატარძალს კრისტიან დიორის თეთრი კაბა, ხოლო ხუანს არმანის სამეული ეცვა.
ქრისტინე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებდა პრინცთან შეხვედრას:
"პარიზში ვიყავი, როდესაც თბილისიდან ჩემი და იოანეს საერთო მეგობარმა დამირეკა. ჩვენი პირველი კონტაქტი ტელეფონით შედგა.
თვე-ნახევრის შემდეგ თვითონ მომწერა და მითხრა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. შემდეგ კი ბელგიის დელეგაციას მასპინძლობდა. მე მეორე დღეს მოვდიოდი საქართველოში ჩემი ოჯახის სანახავად, მხოლოდ ერთი კვირით. როცა თბილისში ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ იოანე სწორედ იმ ქუჩაზე იყო სასტუმროში დაბინავებული, სადაც მე ვცხოვრობდი – ზუსტად ჩემი სახლის გვერდით, ძველ თბილისში.
ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მან არ იცოდა ჩემი მისამართი. მაშინ იოანემ ვახშამზე დამპატიჟა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. იმ დღის შემდეგ მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, თუმცა, ძალიან მალე მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ", - ამბობს პრინცესა.
განაგრძეთ კითხვა: