ის მაშინ ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ და პოლიტიკითაც ასე აქტიურად არ ინტერესდებოდა. ბოლო დროს კი ''ევრომაიდნის'' ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, აქტიურად იბრძვის უკრაინის დემოკრატიისთვის, ევროპაშიც კი იმყოფებოდა და გავლენიან საერთაშორისო
არადა, სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსლანა პოლიტიკურად ასეთი აქტიური გახდებოდა. ავტორ-შემსრულებელი და მომღერალი რუსლანა ლიჟიჩკო, რომელიც მხოლოდ რუსლანას სახელით არის ცნობილი, უკრაინას ''ევროვიზიაზეც'' წარმოადგენდა, 2004 წელს. ჰქონდა დატვირთული საკონცერტო გრაფიკი, მონაწილეობდა შოუებში, ფესტივალებში.

საქართველოში ჩამოსვლისას ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები დაუგროვდა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისე დაუმეგობრდა, ''ევრომაიდანზე'' მიმდინარე მოვლენების დროს პირადად მოუწოდა სააკაშვილს, ჩასულიყო კიევში და მომიტინგეებს შეერთებოდა.
სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ჩაატარა კონცერტი, რუსლანას უკრაინაში სკანდალი აუგორეს - ერთ-ერთ შოუზე ტრუსების გარეშე გავიდა სცენაზე და ასე იმღერა. უკრაინულმა პრესამ არ აარიდა თვალი ამ ფაქტს და უტრუსებო რუსლანას ფოტოები გარეკანზე გაიტანა.

არადა, მაშინ მისი პროდიუსერი ქმარიც კი ჩაერია საქმეში და ჟურნალს სთხოვდნენ, ემუქრებოდნენ კიდეც, ფოტოები არ გამოექვეყნებინათ. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ამ მოვლენამ რუსლანას პოპულარობის გაზრდას უფრო შეუწყო ხელი და ის მაინც მოგებული დარჩა.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















