"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და თინეიჯერის მშობელმა ძალიან შემაშფოთა იმ ტრაგედიამ რომელიც გასული წლის დეკემბერში მოხდა, ჩვენი საცხოვრებელი სახლიდან რამოდენიმე ქუჩის იქით.
იმ დღეებშივე მივედი 51 სკოლასთან და გამოვხატე ჩემი ღრმა მწუხარება და მხარდაჭერა ოჯახის წევრებისათვის, მეგობრებისა და სკოლის მიმართ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას დაემატა ის უსამართლობა რაც ჩაედინა სასამართლო სისტემამ და რაც კიდევ უფრო ამძიმებს ლევანის და დათოს ოჯახების ისედაც სასოწარკვეთილ მდგომარეობას.
ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის
ეს არის გრძელვადიანი გამოწვევა, როგორც სკოლისთვის ასევე ოჯახებისთვის, რომელიც გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც და მოსახლეობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ისედაც მცირდება." - წერს სანდრა რულოვსი.