06 თებერვალი, 2014
''სისხლიანი მაიდანი'' - თინა კანდელაკი უკრაინელი პატიმრის გადასარჩენად იბრძვის
თინა ამბობს, რომ არ დაიშურებს ძალებს, თავის მიზანს მიაღწიოს და ვლადი ციხიდან გამოაშვებინოს თინა კანდელაკმა გადაწყვიტა, უკრაინულ მოვლენებს თავისებურად გამოეხმაუროს, მით უმეტეს, რომ ე.წ. ''სისხლიან მაიდანზე'' დაზარალებულთა შორის მისი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა.

ტელეწამყვანმა უკრაინის მთავრობას მიმართა, ციხიდან გაათავისუფლოს ვლადისლავ კომპანიიცი - ინვალიდი, რომელმაც ერთ დროს მონაწილეობა მიიღო პროექტში ''ყველაზე ჭკვიანი''. თინას წლების განმავლობაში მიჰყავდა ეს შოუ.

თინას თქმით, ჯერ კიდევ იმ დროიდან კარგად ახსოვს ვლადი. ''ის მეორე ჯგუფის ინვალიდია, მძიმე ოპერაცია გადაიტანა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მისთვის
საშიშია ფიზიკური დატვირთვები, მკაცრ დიეტაზეა და ციხეში მისი ყოფნა, მით უმეტეს, ამგვარ სიტუაციაში, არაფრით არ შეიძლება.

თანაც, მისი მონაწილეობა არეულობებში არ არის დადასტურებული. ან ფიზიკურად როგორ შეძლებს საავადმყოფოდან ახალი გამოსული ახალგაზრდა ასეთ ამბებში მონაწილეობას. ვლადი შესანიშნავი ინტელექტუალი, მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი სტუდენტი'', - ამბობს აღშფოთებული თინა.

უკრაინაში, მაიდანზე მიმდინარე არუელობებში ვლადი აქტიურად მონაწილეობდა და მილიციამ ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრა. ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

თინა ამბობს, რომ არ დაიშურებს ძალებს, თავის მიზანს მიაღწიოს და ვლადი ციხიდან გამოაშვებინოს.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS