ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაზე, წლის საუკეთესო მაიონეზის ნომინაციაში „ოქროს ბრენდი“ მაიონეზმა „სლობოდამ“ მოიპოვა. „სლობოდას“ წარმატების შესახებ გვესაუბრება „სლობოდას“ მარკეტინგის დირექტორი ბატონი დავით ფირანიშვილი.
წლის საუკეთესო მაიონეზის ნომინაციაში „ოქროს ბრენდი“ „სლობოდამ“ უკვე მეხუთედ მოიპოვა, რისი შედეგია ეს
მაიონეზ სლობოდას უკვე მრავალი წელია მომხმარებელთან ძალიან მჭიდრო ურთერთობა აქვს, ამ წლების განმავლობაში მომხმარებელს და სლობოდას შორის ჩამოყალიბდა ძლიერი ჯაჭვი, რომელიც გამოწვეულია სწორი მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიით. წარმატებაში წვლილი თავად მაიონეზ „სლობოდას“, მაღალ ხარისხთან ერთად, კომპანიის ძლიერ გუნდსაც მიუძღვის.
რა გზა გაიარა „სლობოდამ“ ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს მიღებამდე?
მაიონეზი სლობოდა უკვე 15 წელია წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. დღესდღეობით ბრენდი არის უპირობო ბაზრის ლიდერი, თუმცა, ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მრავალი წელი ნელ-ნელა, სტაბილურად ვითარდებოდა ბრენდი და მომხმარებლის ლოიალობას იძენდა. გუნდის თავდაუზოგავი შრომით გადაილახა უამრავი ბარიერი და მივაღწიეთ წარმატებას.
რა გამოარჩევს „სლობოდას“ პროდუქციას კონკურენტებისგან?
"სლობოდას" პრიორიტეტებია:
1. არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატებს, როგორიცაა კონსერვანტები და ემულგატორები. ამაში მომხმარებელი თავადაც დარწმუნდება, როდესაც მის შემადგენლობას წაიკითხავს, სადაც მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებია ჩამოთვლილი. (კანონით სავალდებულოა, თუ პროდუქტი შეიცავს კონსერვანტს დატანილი იყოს ეტიკეტზე.) სწორედ ამით არის განპირობებული პროდუქტის შენახვის მცირე ვადა;
2. ბუნებრივი/ნატურალური ინგრედიენტები: ნატურალური კვერცხის გული, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი, მდოგვის ფხვნილი, წყაროს წყალი, ახალი ლიმნის წვენი და ა.შ.
3. პროდუქტის გამორჩეული გემო - სლობოდას მაიონეზის რეცეპტმა ათეული წლების განმავლობაში გაიარა გემოს დახვეწის უამრავი ეტაპი და სრულყოფილად მოერგო მომხმარებლის გემოვნებას.
4. სტრუქტურა - სხვა მაიონეზებისგან განსხვავებით, სალათებში ინარჩუნებს კონსისტენციას, ასევე, კერძის მომზადების დროს, იტანს მაღალ ტემპერატურას.
5. მრავალფეროვანია ასორტიმენტის გამა, შეფუთვები იყიდება 100 მლ, 200 მლ, 400 მლ, 800 მლ, 900 მლ, ასევე სხვადასხვა ტიპის, მყიდველზე მორგებული შეფუთვებით: დოიპაკით, პლასტმასის სათლითაა და შუშის ქილით არის წარმოდგენილი.
ცნობილია, რომ „სლობოდას“ ბრენდის ქვეშ სხვადასხვა პროდუქტი ერთიანდება, მოგვიყევით თითოეულის შესახებ.
სლობოდას ბრენდის ქვეშ იწარმოება სხვადასხვა ტიპის პროდუქტები, როგორიცაა კეტჩუპი (სრულიად ნატურალური - ნედლად დაჭყლეტილი პომიდორი; ახლად მოყვანილი ბოსტნეული; ყველაზე არომატული სუნელები და სხვა) სლობოდას კეტჩუპიც არის ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელი. ასევე მცენარეული ზეთი, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხით და არის ბაზარზე ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ლაბორატორიულად დასტურდება, როგორც უმაღლესი ხარისხის ზეთი.
როგორ ხდება ხარისხის კონტროლი სლობოდას პროდუქციაში?
სლობოდას აქვს თავისი ლაბორატორია ქარხანაში. სლობოდას თითოეული პროდუქტი გადის ორგანიკ კონტროლის შემოწმებას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კონტროლდება ყველა ის ინგრედიენტი, რისგანაც მზადდება სლობოდას პროდუქტები, ეს პროცედურა უზრუნველყოფს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ნატურალურ ინგრედიენტებს საბოლოო პროდუქტში.
თეკლე ჯანელიძე
R