გვიან ღამით გრიგოლიამ სოციალურ ქსელში მორიგი ვრცელი სტატუსი დაწერა.
“კვლავ ძალიან დიდი სტატუსის დაწერა მიწევს, მაგრამ საინტერესოა.ვ
ერთი კვირის წინ პროკურატურამ მამცნო, რომ უნდა ჩამეტარებინა(მე) ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რა სტრესს განვიცდიდი ამ მანიაკის მუქარების და აკიდების გამო. მითხრეს, რომ ეს არის აუცილებელი, რადგან აკიდებაზე კანონი ითხოვს იმის დადასტურებას, რა მძიმედ ისახება ძალადობის კვალი ქალებზე.მითხრეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გასაუბრება ფსიქოლოგთან, რომელიც ჩემი სტრესის ხარისხს დაადგენდა. ცხადია,როგორც კანონმორჩილი ადამიანი დავთანხმდი, დღეს მქონდა ექსპერტიზა დანიშნული. წავედი ადვოკატთან ერთად და აქედან დაიწყო ჰიჩკოკის მეორე სერია. აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ გისოსებიან შენობაში, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, ჩვეულებრივი საპატიმროა რა…გისოსებით, დაცვებით და ასე შემდეგ.კი გამიკვირდა, მაგრამ შევედი..
ამიყვანეს რაღაც სართულზე და მოიცადეო.. დავჯექი დერეფანში და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვზივარ და ჩემს თვალწინ ხდება საოცრება-გაღებულია პალატის კარებები(რკინის კარებები,როგორიც ციხის საკნებს აქვს), კარს მიღმა ვხედავ, როგორ წვანან ფსიქიატრიულის პაციენტები.ერთი გოგო დამამახსოვრდა,მოკუნტული, ადიელა მიფარებული ,იქით კიდევ სხვა…გამოვშტერდი,რადგან დამსვევს ამ გაღებული პალატების კარებებთან და იძულებით ვუყურებდი ამ საშინელ სურათს. უცებ ჩამოვიშალე,ვერ მივხვდი, რატომ დამსვეს იქ და რატომ მაყურებინეს ,როგორ წვანან პაციენტები…
ადამიანის უფლებების რომელი მუხლი ითვალისწინებს ძალადობით დასტრესილ ქალს აყურებინო ღია პალატებში,სადაც ფსიქიატრიულის პაციენტები წვანან, ვერ ვხვდები…..როცა გავაპროტესტე, მითხრა ვიღაც ბებერმა ფსიქოლოგმა ქალმა, საშიშები არ არიანო, მანიაკები ზედა სართულებზე გვყვანანო( მოწმეა ჩემი ადვოკატი,რომ რასაც ვყვები, არ ვაზვიადებ)….საშინლად გავაპროტესტე, მითხრა, ჩვენი ბრალი არაა, ამ სურათს რომ უყურეთ, იმიტომ რომ ოთახები არ გვყოფნისო(!!!!!!!!!!!!!!!), ზუსტად იცოდნენ რომ ხუთ საათზე ვიყავი დაბარებული ექსპერტიზაზე და ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ საგანგებო დამთხვევა არ იყო ეს პალატების გაღებული კარებები,სადაც ეს პაციენტები წვანან….
გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდი….ნუ, ეს განცდა ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე.. ამის მერე შემიყვანეს ოთხაში, სადაც მხვდება ოთხი ადამიანი და მეუბნებიან, რომ ექსპერტიზა უნდა ჩამიტარონ სათითაოდ ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და თერაპევტმა, რათა დაადგინონ, ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი მაქვს(ანუ ჯანმრთელი ფსიქიკის ვარ თუ არა)… გავაპროტესტე და ვიკითხე, რის ექსპერტიზას მიტარებდნენ და რას ადგენდნენ!!!!! მეორე განცდა,რაც ამეკიდა ის იყო, რომ მე მიკვლევდნენ იმ დანაშაულზე, რომელსაც ის მანიაკი კაცი სჩადიოდა ჩემი მისამართით…გავაპროტესტე..მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პროკურატურის მომართვააო თუ მოთხოვნაო (კარგად აღარ მახსოვს),მერე ჩემივე ადვოკატთან ერთად აღმოვჩნდი ვიღაც ბებერ ფსიქოლოგ ქალთან ,რომელმაც დამიწყო დაკითხვა,ბავშვობიდან დღემდე რაიმე დამაწყნარებელ მედიკამენტებს ვიღებდი თუ არა, ეგ რა შუაშია მომხდარ დანაშაულთანთქო, რომ ვიკითხე,პასუხი იგივე იყო- ჩემს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ამოწმებენ რა,პროკურატურის მოთხოვნით. ჩამიტარა რაღაც ტესტი ფერებით და გამომიცხადა,ამ ტესტის მიხედვით, თქვენ ხშირად გაქვთ ილუზორულ სამყაროში გადასვლის მცდელობაო თუ რაღაც ასეთი!!!!!!! ჩემი მესამე განცდა ის იყო,რომ ამ ტესტით ქალმა მითხრა,რომ ხშირად მაქვს ილუზიებისკენ სწრაფვა და ეს რასაც ნიშნავს, კი მიხვდებით ძალადობაზე აღძრულ დანაშაულზე კი არ მელაპარაკებიან, იმას არკვევენ,ნორმალური ვარ თუ არა-მე ასე გავიგე ეს ამბავი. ან ხომ არ ვიგონებ ალბათ რამეს.
გამოძიებას ხელთ აქვს მუქარაც, მესიჯებიც, რომელიც წლების განმავლობაში იგზავნებოდა ჩემთან,ფაქტებიც,მაგრამ მაინც მე მიტარებდნენ ექაპერტიზას…მერე რაც მოხდა, აქ აღარ მოვყვები ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ,აი ასე…ძალიან მოკლედ და ძალიან ლაითად დავწერე დღევანდელი ამბავი.. გაცილებით მძიმე იყო სიტუაცია.მალე სანანებელი გამიხდება, რონ საერთოდ ხმა ამოვიღე და სახელმწიფოს ვთხოვე დაცვა!
იმის მაგივრად დასტრესილი ქალების მდგომარეობაზე ფიქრობდნენ, მსხვერპლ ქალებს თურმე პაციენტების პალატების რკინის კარებებს უღებენ და აყურებინებენ საწოლზე საცოდავად დაწოლილ ქალს,მერე კი უმტკიცებენ,რომ თურმე ფსიქიატრის ექსპერტიზაა საჭირო, დაამტკიცო,მართლა ხარ ძალადობის მსხვერპლი თუ არა! მერე რა,რომ მტკიცებულებები სახეზეა,,,მაინც უნდა ამტკიცო თურმე,რომ არ იგონებ!!!!
დღეს პირველად დავწერ, რასაც შემდეგ ფრაზაში წაიკითხავთ - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს ჩემზე და უარეს სტრესს დამმართებს, ვერ ეღირსებით!!!!!!!!! არ ვარ ასე ადვილად დასათრგუნი….იმის ნაცვლად, რომ ქალები ძალადობისგან დაიცვან, მსხვერპლს ასეთ სიტუაციაში იკვლევენ. მოკლედ, უარი ვთქვი ექსპერტიზის გაგრძელებაზე, ცხადია.წამოვედი და შინაგან. საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს,ლონდა თოლორაიას დავურეკე და მოვუყევი,მას დიდ პატივს ვცემ და იმედია, გაარკვევს,რა ცირკი დამიდგეს დღეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში. იმედია,ბოლოს მე არ გამომაცხადებენ დამნაშავედ!!!!!! საოცრებათა სამყაროში ვცხოვრობ. ველი შესაბამისი სტუქტურების რეაქციას! ჩემთვის კი თავში,უკვე ძალიან ცუდი ეჭვებო”