ნოდარ მელაძე შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის და ტელეკომპანია "იმედის" მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
"წყარო არ გამითქვამს არასდროს!!! ამის გამო ყველაზე ახლო მეგობრებიც კი გამინაწყენებია, ვერ გაუგიათ, როგორ არ ვუთხარი, საიდან მქონდა მასალა და დღემდე არ მელაპარაკებიან.
როდესაც სასწორის პინაზე დევს მეგობრობა და სრულიად უცნობი ადამიანის ბედი, მე ავირჩევ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ის მენდო. გამოძიეთ რამდენიც გინდა, ვერასდროს ვერ გაარკვევთ, საიდან მოხვდა ჩანაწერები კურიერის ეთერში", - წერს მელაძე.