24 მაისი, 2018
"ეს იყო შეცდომა, ჩავარდნა..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა "არჩევანში" ლია უკლებას ნახატზე "თვითმკვლელი ღვთისმშობელის" შესახებ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება:

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი. ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და
თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა "არჩევანში" მხატვარ ლია უკლებას ნახატზე "თვითმკვლელი ღვთისმშობელის" შესახებ განცხადება გააკეთა.

""არჩევანში" სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მანო
რა საჭიროა ამდენი აგრესია,რაც თქვა,თქვა რა მოხდა მერე?უფალს სთხოვს შენდობას და მიეტევება.მთავარია ეცადოს აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომა.მიმტევებლები უნდა ვიყოთ ხალხო რა გჭირთ,სხვას ნუ განვიკითხავთ.
14:08 / 28-05-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დალოცვილო, შენ გამოზარდე და ძუძუ აწოვე მაგისთანებს.. ბებერი ქარს უშვებდა და თავად წყრებოდაო...
00:42 / 25-05-2018
გამოხმაურება / 0 /
maiam
მოაშორეთ ეს უკლება და გააჩუმეთ გაბუნია
22:16 / 24-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS