ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა და დღემდე გადის მკურნალობას.
გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.
ხანგრძლივი ტაიმ-აუტი 29 მაისს დასრულდება, ის ფილარმონიაში კონცერტს გამართავს და საკონცერტო დარბაზის წინ, მისი
„რეიტინგმა“ გიო ხუციშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მას საუბარი არ შეუძლია. ამიტომ კონცერტის შესახებ, ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი გვესაუბრა.
- ამ ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა, გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აქამდე მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ამის მიუხედავად, ის განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის და უნდა საკუთარ მსმენელს მადლობა გადაუხადოს.
- ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორ შეძლებს ის სრული პროგრამის წარმოდგენას?
- კონცერტში გიოს ყველა მეგობარი მიიღებს მონაწილეობას, თავად კი ბოლო 4 სიმღერას შეასრულებს. სამწუხაროდ, გიო ლოგინად წევს და სრული დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია.
კონცერტის ბოლოს გიოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოხდება, სადაც გიო თავად უამბობს საზოგადოებას, რა გზა გაიარა დღემდე. თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, გიოს ოცნებაა, მადლობა გადაუხადოს მაყურებელს და 29 მაისს მოხდება ეს.