24 მაისი, 2018
"გიო ლოგინად წევს და სრული დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია" - რისი თქმა სურს 29 მაისს მსმენელისთვის გიო ხუციშვილს
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილის შესახებ ცუდი ამბავი გავრცელდა. მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა....

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა და დღემდე გადის მკურნალობას.
გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

ხანგრძლივი ტაიმ-აუტი 29 მაისს დასრულდება, ის ფილარმონიაში კონცერტს გამართავს და საკონცერტო დარბაზის წინ, მისი
ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი და საქართველოს კულტურის პალატაა.

„რეიტინგმა“ გიო ხუციშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მას საუბარი არ შეუძლია. ამიტომ კონცერტის შესახებ, ღონისძიების ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი გვესაუბრა.

- ამ ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა, გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აქამდე მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ამის მიუხედავად, ის განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის და უნდა საკუთარ მსმენელს მადლობა გადაუხადოს.




- ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორ შეძლებს ის სრული პროგრამის წარმოდგენას?

- კონცერტში გიოს ყველა მეგობარი მიიღებს მონაწილეობას, თავად კი ბოლო 4 სიმღერას შეასრულებს. სამწუხაროდ, გიო ლოგინად წევს და სრული დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია.

კონცერტის ბოლოს გიოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოხდება, სადაც გიო თავად უამბობს საზოგადოებას, რა გზა გაიარა დღემდე. თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, გიოს ოცნებაა, მადლობა გადაუხადოს მაყურებელს და 29 მაისს მოხდება ეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინი
ხომ არ იცით რამდენი წლის არის გიო ხუციშვილი?
12:35 / 30-05-2018
გამოხმაურება / 0 /
დათა
თბილისის მხედრიონის უფროსს რაერქვა ან რაგვარი იყო შემახსენეთ ვინმემ
14:10 / 28-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მარა
გული მტკივა ((( უფალო გამოაჯანმრთელე ეს ადამიანი, გთხოვ.
23:47 / 25-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ღმერთმა კარგად გამყოფოს გიო.
23:37 / 25-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მაკა
გიო გვიყვარხარ! და შენ კაგად იქნებიიიი კიი კიი!!!!
17:01 / 24-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS