22 მაისი, 2018
"მაპოვნინეთ ეს კომპანია ოფისი და ნომრები შეცვალეს ვერსად მივაგენით" - მაიკო კაჭკაჭიშვილს ნაჩუქარი ბინა არ მისცეს
საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი არა ერთი ვარსკვლავი გამხდარა და არა მხოლოდ ისინი. მოტყუების მსხვერპლი ძირითადად ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც უძრავ ქონებას ჩუქნიან. ასე მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის შემთხვევაშიც.
ერთი წლის წინ, შემოქმედებით საღამოზე მაიკოს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს და ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, კომპოზიტორს საჩუქრად მშენებარე ბინა გადასცა.


სიურპრიზმა კომპოზიტორი ძალიან გაახარა, მისი თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი იყო და ახალ სახლში გადასხვლას დეკემბერში აპირებდა.

როგორც ჩანს, საშენებლო კომპანიამ პიარი გაიკეთა და კომპოზიტორი მოტყუებული დარჩა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში
დაწერა: "მაპოვნინეთ ეს კომპანია ოფისი და ნომრები შეცვალეს ვერსად მივაგენით..... ასე მარტივათ არ გაუვათ ეს ამბავი".

Rating

მაიკო ამ საკითხზე ჯერჯერობით არ საუბრობს. როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ნომრები, რომლებზეც აქამდე კონტაქტობდა, გამორთულია.

კომპოზიტორი გეგმავს, კომპანიას უჩივლოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ყველაფერისტი
შპს ბილდინგ სოლუშენ 111  დირექტორი  სალომე დანგაძე რუსთაველის გამზ., № 50 / სარაჯიშვილის ქ., № 1, ბ. 35ა 
05:12 / 23-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველაფერისტი
რუსთაველის გამზ., № 50 / სარაჯიშვილის ქ., № 1, ბ. 35ა  https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=894102&app_id=1134770
05:11 / 23-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მილა
https://napr.gov.ge/dziebakomp ჩაწერეთ კომპანიის დასახელება და ნახავთ ინფორმაციას კომპანიის და მისი დამფუძნებლის შესახებ.
15:36 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS