21 მაისი, 2018
"მე დავმარცხდი ნარკოტიკებთან ბრძოლაში…" – ია ფარულავა
„ქედს ვიხრი შენს წინაშე, რომ შენ ეს ბრძოლა მოიგე, რადგან არცერთი ნარკომანი არ თვლის, რომ პრობლემა აქვს, სინამდვილეში ნარკოტიკი ანგრევს ადამიანს“, – ასე მიმართა ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ შოუმენ ილო ბეროშვილს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაამარცხა ნარკოდამოკიდებულება.

„პირადად მეც ცუდი ისტორია მაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მე დავმარცხდი ნარკოტიკებთან ბრძოლაში ჩემი ძმის მაგალითზე, რომელიც ნარკოტიკებით გარდაიცვალა.
თუმცა, ჩვენ ამას არ ვმალავთ, როგორც სხვა დანარჩენი ხალხი, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით… ნარკოტიკი
ანგრევს ადამიანს და ქედს ვიხრი შენს წინაშე, რომ შენ ეს ბრძოლა მოიგე, რადგან არცერთი ნარკომანი არ თვლის, რომ პრობლემა აქვს, არცერთ ნარკომანს არ ეშინია სიკვდილის, ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ…“, – მიმართა ია ფარულავამ ილო ბეროშვილს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS