21 მაისი, 2018
როგორ გამოიყურება 6 თვის ორსული ანუკი არეშიძე
კახა კალაძის მეუღლე, უმშვენიერესი ანუკი არეშიძე სამი შვილის დედაა, თუმცა, ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
კახის და ანუკის სამი ვაჟი ჰყავთ - ლევანიკო, კახი და ვაჩე. პატარების აღზრდაში ძირითადად ანუკი არის ჩართული, რომელსაც ბავშვები ხშირად მასთან ერთად დაჰყავს საზღვარგარეთ.

ანუკი შვილებთან ერთად ახლა იტალიაშია. მას გუშინ ქმარმაც ჩააკითხა და სოციალურ ქსელში ახალი ამბავიც ამცნო თაყვანისმცემლებს, წყვილი მეოთხე შვილს ელოდება.




გავრცელებული ინფორმაციით, ანუკი
არეშიძეს და კახა კალაძეს მეოთხე შვილი ნანატრი ქალიშვილი იქნება, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ანუკი 6 თვის ორსულია. დიზაინერი ამ ამბავს აქამდე საიდუმლოდ ინახავდა, მისი ორსულობა "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის სტუმრებმაც კი ვერ შენიშნეს, რადგან ის შესაშურ ფორმაშია. 

ორსულმა ანუკიმ ინსტაგრამზე გუშინ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ორსულობას აღარ მალავს. ვარდისფერ კომბინიზონში შემოსილი დიზაინერი თვალისმომჭრელად გამოიყურება. 




შეგახსენებთ, რომ კახის და ანუკის სამივე შვილი იტალიაში დაიბადა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მეოთხე ბავშვიც იქ დაიბადოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS