20 მაისი, 2018
მარიშკა ჯავახაძე “ჩემი ცოლის დაქალებში” სხვა მსახიობით ჩაანაცვლეს
“ჩემი ცოლის დაქალებში” მარიშკა ჯავახაძის გმირს, ბარბარიკას, სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მაყურებელმა სერიალის ახალი ეპიზოდის ანონსიდან გაიგო. ბარბარიკას პერსონაჟი პოპულარულ სერიალში ამ სეზონზე პირველად გუშინ გამოჩნდა. მარიშკამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

“New is always better … ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ
წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა, რომ მომეცით საშუალება, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.

უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა
ის, გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.
ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია.




მარიშკა ჯავახაძე სერიალში მსახიობმა თაკო კორინთელმა ჩაანაცვლა. ის სხვადასხვა რეკლამაში არის გადაღებული და სატელევიზიო გამოცდილებაც აქვს. თაკო "მაესტროს" დილის გადაცემის წამყვანი იყო.



რა გახდა მარიშკა ჯავახაძის ჩანაცვლების მიზეზი ამასთან დაკავშირებით მსახიობის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გუშინ სერიალში სასიხარულო ამბავიც მოხდა, "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობი გიორგი მახარაძე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას გადიოდა. ახლა ის სრულად გამოჯანმრთელდა და ეკრანსაც დაუბრუნდა.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნიკა
არა თაკო კორინთელი ძალიან ძალიან ძალიან საყვარელია და ბევრად უხდება როლს რათქმაუნდა მარიშკაც ძალიან უხდებოდა როლს... მაგრამ თაკო ახალი სახეა და აუცილებლად უნდა პროგრესირდეს... ნუ ებრძვით პროგრესს ქართველები!!!
03:05 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკას
ბარბარიკა ეგეთო უნდა იყოს,როპიც ამას ითვალისწინებს
13:42 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
დააბრუნეთ ძველი ბარბარეეეე! როლი მისია!
13:25 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მე მომწონდა, ძალიან საყვარელი იყო
12:56 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკაა
კარგია რომ ბარბარიკა შეიცვალა ის ძალიან ხელოვნური და არაბუნებრივი იყო როლში არადამაჯერებელი , იმედია ახალი გოგო გაამართლებს
12:00 / 21-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS