04 თებერვალი, 2014
ია ფარულავა გია სურამელაშვილმა გააბრაზა - ''მამა, შეგეშალა''...
მართალია, სტატუსს სურამელაშვილი არ გამოხმაურებია, მაგრამ იას ვირტუალური მეგობრები სთხოვდნენ, რომ არ ედარდა ამ ამბავზე
გადაცემა ''პროფილის'' ხუთშაბათის ანონსში ერთ-ერთი მთავარი თემა – გია სურამელაშვილის დაბადების დღეა. გიას მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ ნათესავები, რესტორანში შეკრებილან და მხიარულობენ.

გიას ირგვლივ მხიარულობა აღარავის უკვირს, მაგრამ სტუმრებს შორის რამდენიმე ნაცნობი სახეც აღმოვაჩინეთ. მათ შორის არიან მსახიობი ია ფარულავა და ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი.

ოთარ ტატიშვილი გიას სავარაუდოდ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მიმდინარეობისას დაუმეგობრდა. რაც შეეხება იას, ისინი უფრო დიდი
ხნის ნაცნობები არიან.

ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ია ფარულავას სტატუსი. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვიდეოს სპეციალურად გადაცემა ''პროფილისთვის'' იღებდნენ.

ანონსის ნახვის შემდეგ, იამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა და გია სურამელაშვილს მიმართა: ''დაბადების დღეზე რომ გეპატიჟებიან, არ უნდა უთხრა სტუმარს, რომ გადაცემისთვის იღებს მასალას? მამა, შეგეშალა''...

მართალია, სტატუსს სურამელაშვილი არ გამოხმაურებია, მაგრამ იას ვირტუალური მეგობრები სთხოვდნენ, რომ არ ედარდა ამ ამბავზე.

''პროფილში'' ვნახე ანონსში ჩემი თავი და გამოვშტერდი'' _ წერს ია და მწერალ ლია ბედოშვილს მიმართავს _ ''ეს რა გაგიკეთე, ნეტა დაღუპული ბიჭების სადღეგრძელოს თუ დატოვებდა მაია. მთელი დარბაზი რომ ააყენე ფეხზე''.

სოციალური ქსელის მომხმარებლების თხოვნაზე, რომ იამ ეს ამბავი გაატაროს, მსახიობი მეუღლე ტარიელ სუარი გამოეხმაურა:

''საკმარისად გაატარა, ყველაფერს აქვს საზღვარი, უსინდისობას და ნამუსგარეცხილობასაც. ვისთვის პრობლემაა და ვისთვის არა. იმედი მაქვს, კადრების ნახვის შემდეგ ვიღაცის დედის ტყ... არ მომიწევს''...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
anastasia
ეს ტარიელი ვინარის კუმ ფეხი გამოყოვო ასეა ამტარიელის საქმეც მემგონი ამტარიელს ფსიქოლოგი ჭირდება სერიოზულად აშკარად ტვინში უჭირს მეცოდება იაააააა საწყალი მაგრად არგაუმართლდა
15:56 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ხალხნო არ გკიდიათ ერთIც და მეორეც.....
15:50 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჭეშმარირებას
არ უნდა გამოიწვიო ხალხი და არც მიიღებ მათგან სწორ და საკადრის პასუხს, თუ არ გაინტერესებთ ხალხის რეაქცია მაშინ არც უნდა გაააფიშირო შენი პირადი ცხოვრება, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ვინმე თავხედი და უზრდელი იას და მეტად თავხედი და ყოვლად გახრწნილი ვინმე გიტარისტის სუარის პირადი ცხოვრება, მაგათზე ბევრად უკეტესი საზოგადო მოღვაწეები და ხელოვნები ჰყავს საქართველოს. რასაც იმსახურებენ იმას იღებენ.
15:39 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
nini
ტარიელს ნახეთ,რა როგორ "კაცობს".
15:34 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჭეშმარირება
არ შეიძლება თავი დაანებოთ იას და ტარიელს? რა დაგიშავათ ხალხო, შეეშვით.აცალეთ ცხოვრება, კარგი სიტყვა თუ არ გემეტებათ, ნურც ცუდს დაწერთ, ასე რამ გაგაბოროტათ. თუ თქვენ წარუმატებელი ხართ იამ რა დააშავა?...
15:25 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ცოტა ღირსეულად რომ მოიქცეს ტარიელი უფრო მეტი დაფასება ექნება, ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია მაგის საქციელი. მე კი მაგრა მკიდია ტარიელიც და იაც, მაგრამ საზოგადოების შეფასება ესეტია
15:09 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ყელში ამოგვივიდა ეს ქალი.
სპეციალურად აკთებს რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს და ხალხს რომ ძალიან ეზიზღება ვეღარ ხვდება...ვინ უკეთებს პიარს საინტერესოა.
15:03 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
სულ ერტი შტრიხი კმარა და ადამიანი ან შეგიყვარდება ან შეგძულდება. ამ კაცს ვაფასებდი,როგორც ხელოვანს და საერტოდ შემეზიზღა.ალბატ იტყვის შენ რა კუჭი დაგეწვაო...მარა,მე არაფერი...უბრალოდ რა დღეში ხართ ეს ცოლქმარი,მგონი ფსიქიური მკურნალობა გჭირდებათ.
14:59 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ტარიელ, რა დღეში ხარ დედი? :)))
14:39 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ფგჯჰ
საღოლ ნადკა....
13:14 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS