04 თებერვალი, 2014
ია ფარულავა გია სურამელაშვილმა გააბრაზა - ''მამა, შეგეშალა''...
მართალია, სტატუსს სურამელაშვილი არ გამოხმაურებია, მაგრამ იას ვირტუალური მეგობრები სთხოვდნენ, რომ არ ედარდა ამ ამბავზე
გადაცემა ''პროფილის'' ხუთშაბათის ანონსში ერთ-ერთი მთავარი თემა – გია სურამელაშვილის დაბადების დღეა. გიას მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ ნათესავები, რესტორანში შეკრებილან და მხიარულობენ.

გიას ირგვლივ მხიარულობა აღარავის უკვირს, მაგრამ სტუმრებს შორის რამდენიმე ნაცნობი სახეც აღმოვაჩინეთ. მათ შორის არიან მსახიობი ია ფარულავა და ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი.

ოთარ ტატიშვილი გიას სავარაუდოდ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მიმდინარეობისას დაუმეგობრდა. რაც შეეხება იას, ისინი უფრო დიდი
ხნის ნაცნობები არიან.

ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ია ფარულავას სტატუსი. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვიდეოს სპეციალურად გადაცემა ''პროფილისთვის'' იღებდნენ.

ანონსის ნახვის შემდეგ, იამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა და გია სურამელაშვილს მიმართა: ''დაბადების დღეზე რომ გეპატიჟებიან, არ უნდა უთხრა სტუმარს, რომ გადაცემისთვის იღებს მასალას? მამა, შეგეშალა''...

მართალია, სტატუსს სურამელაშვილი არ გამოხმაურებია, მაგრამ იას ვირტუალური მეგობრები სთხოვდნენ, რომ არ ედარდა ამ ამბავზე.

''პროფილში'' ვნახე ანონსში ჩემი თავი და გამოვშტერდი'' _ წერს ია და მწერალ ლია ბედოშვილს მიმართავს _ ''ეს რა გაგიკეთე, ნეტა დაღუპული ბიჭების სადღეგრძელოს თუ დატოვებდა მაია. მთელი დარბაზი რომ ააყენე ფეხზე''.

სოციალური ქსელის მომხმარებლების თხოვნაზე, რომ იამ ეს ამბავი გაატაროს, მსახიობი მეუღლე ტარიელ სუარი გამოეხმაურა:

''საკმარისად გაატარა, ყველაფერს აქვს საზღვარი, უსინდისობას და ნამუსგარეცხილობასაც. ვისთვის პრობლემაა და ვისთვის არა. იმედი მაქვს, კადრების ნახვის შემდეგ ვიღაცის დედის ტყ... არ მომიწევს''...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
პრავდა
ხოდა ფარულავას უზენობასაც აქვს საზღვარი.ეგ არ იყო რომ დასცინოდა შვილიანებსქმრიანებს და ლამაზებს.შვილი არ მინდაო იტყუებოდა.ქმარიც რად მინდა ცროპბდა სომხის ბანძუკა
12:19 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ხალხო რა გჭირთ ამდენი ბოღმას რომ ანთხევთ.შეიძლება არ მოგწონთ ეს ადამიანი მაგრამ რასაც თქვენ წერთ საშინელებაა.როგორ შეიძლება იკაიფოთ იმაზე რომ შვილი არ ყავს ადამიანს დაბერდა და ასე შემდეგ...ან დაბერება ტეხავს???შვილი ღმერთის წყალობაა უშვილობა საშინელება.ადამიანს,რომ შვილი უნდა და ცდილობს რაღაცას რაა მანდ საკაიფო?!ზოგი ახალგაზრდაა და მაინც არ უჩნდება ყველამ წინ გავიხედოთ ამდენი ბოღმა შეიძლება მომავალში დაგვხვდეს.არც ანგელოზი ვარ და არც დედა ტერეზა მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
20:16 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქისი
სუროგატმა შვილიშვილი უნდა გაგიჩნოს ია ბებო....მაგრად ვიცინე
10:26 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიბიდო
ეჰჰჰჰჰ ჩემო ბაბაია სიბერეს ვერ შეაჩერებ, არამარტო კაცები ქალებიც მელოტდებიან.
11:40 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მანიაკი
ყველაფერი იქეთ იყოს და ამ სიბერეში იას წინ ჩოლკა გათხელებია.გამელოტებულა მგონი....
17:07 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS