TBILISI OPEN AIR 2018 - 22, 23 და 24 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ
ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.
Tbilisi open air-ის მეგობარი კომპანიაა თიბისი ბანკი, რომელთანაც ფესტივალს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ინფორმაცია ბილეთების შესახებ:
I კალათა: დასრულებულია.
II კალათა: 17 აპრილიდან 1 ივნისამდე გაიყიდება მხოლოდ დღიური ბილეთები. ფასი - 50.
III კალათა 1 ივნისიდან ამოქმედდება: დღიური ბილეთი - 70 ლარი, აბონემენტი კი 170 ეღირება.
ასევე ფილარმონიის სალაროებში და პალიტრის ჯიხურებში (მისამართები: გლდანის VIII მიკრორაიონი, I კორპუსის მიმდებარე ტერიტორია / ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, აბასთუმნის N1 / გამსახურდიას გამზირისა და დოლიძის კუთხე).
ფესტივალის ისტორია:
შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR არის ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.
TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.
ბილეთები იყიდება TKT.ge-ზე