03 თებერვალი, 2014
გია სურამელაშვილი: ''ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანის პრობლემაა რატომ არ არის მისი გადაცემა რეიტინგული''
ქიშპობის საგნად ნუ გახდიან ხოლმე თუნდაც ჩემს და სხვა მომღერლების ურთიერთობას ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა, რომელშიც თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობდნენ, პოლემიკის საგანი გახდა. ნანუკა გადაცემის მერე ''ფეისბუქზე'' წერდა: გია სურამელაშვილი უფრო მაღალ რეიტინგს დაწერდაო. ჟურნალისტის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გია სურამელაშვილს ვთხოვეთ.

- გია, ნახეთ ''ნანუკა შოუს'' გადაცემა, სადაც ერთმანეთს თეონა კონტრიძე და ნინო ქათამაძე ''შეეჯიბრნენ''? ნანუკამ მოგვიანებით ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ გადაცემას რეიტინგით ორმა თურქულმა სერიალმა აჯობა და ''რომ იცოდეთ, ამ
ქვეყანაში გია სურამელაშვილი ორჯერ მეტ რეიტინგს დაწერდაო''. რა შეგიძლიათ, თქვათ ამ ყველაფერზე?
- გადაცემა არ მინახავს, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვა არ ვიცოდი. ჩემი რეიტინგები წინ მიდის, ისედაც ვიცი, რადგან რომელ გადაცემაშიც მივდივარ სტუმრად, მისი წამყვანები მეუბნებიან, რომ ძალიან რეიტინგული იყო ჩემი სტუმრობა.
- ნანუკამ სავარაუდოდ ის იგულისხმა, რომ მათი შემოქმედება უფრო ხარისხიანია, ვიდრე თქვენი.
- თეონა სულ სხვა ჟანრში, ხოლო ნინო სხვა სტილში მღერის. მე კი სულ სხვა რამეს ვმღერი. ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს. ყველამ თავის მამიდას მიხედოს, მე ასე ვიტყოდი. სხვა კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ. თქვენგან გავიგე, რომ ნანუკას ასეთი რამ უთქვამს, რადგან ჩემი საქმით ვარ დაკავებული და მიფასდება. კონცერტებზე გამოვდივარ, კლუბში ვმღერი თუ რესტორანში, მე ჩემი მსმენელი მყავს. მე მაინც ვიტყოდი, რომ ყველა ჟურნალისტს თავისი ხელწერა აქვს, მაგრამ მაინც სჯობს, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან, რადგან არასასიამოვნოა. არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა და არ უნდა თქვას, ვინ რატომ უყვართ და რატომ - არა. ქიშპობის საგნად ნუ გახდიან ხოლმე თუნდაც ჩემს და სხვა მომღერლების ურთიერთობას.
- ნანუკას თუ მიუწვევიხართ გადაცემაში?
- ორჯერ ვყავდი მიწვეული. მაგრამ მის შოუში ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მისვლა. ერთხელ ისრაელში მივდიოდი გასტროლებზე, ხოლო შარშანწინ რატომ არ მივედი მის გადაცემაში ნამდვილად აღარ მახსოვს - მგონი, გადაცემის თემა არ მომეწონა. ალბათ ნანუკა ჟორჟოლიანის პრობლემაა, რატომ არ არის მისი გადაცემა რეიტინგული.
- ნინო ქათამაძეს და თეონა კონტრიძეს პირადად იცნობთ?
- ნინოს კარგად არ ვიცნობ, მასთან ხშირი შეხება არ მქონია. თეონა კი ძალიან ბევრი წლის წინ გავიცანი. მოსკოვშიც შევხვდით რამდენჯერმე ერთმანეთს. მათი შემოქმედება ძალიან მომწონს. ყველას ღმერთმა გადმოხედოს და ყველა რეიტინგული გამხდარიყოს და რაც შეეხება ნანუკას გადაცემას, მეგონა, რომ აქამდე სულ რეიტინგული იყო.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
dali
ჩემი პატივისცემა გია სურამელაშვილს,მომეწონა მისი კომენტარი,თავშეკავებული და ძალიან დიპლომატიური.რაც შეეხება ნანუკას,საქმეს მიხედოს,საქმეს და თავის წარუმატებლობას სხვას ნუ აბრალებს და ნუ ამცირებს,ამით თავის გადაცემას რეიტინგს ვერ აუმაღლებს,მე თუ მკითხავს, რაც აქვს ის რეიტინგიც მაღალია მისთვის.თეონა კონტრიძე გადაცემაში მომეწონა,მართლაც კარგი პლასტიკა აქვს და კარგად მღერის.ნინოს ხმა საერთოდ არ აქვს, მის მოძრაობები სცენაზე და ჩაცმულობა ჯობია კომენტარის გარეშე დავტოვო.
07:10 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერ
გიასაც სიამოვნებით ვუსმენ
00:09 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეტერ
ნანუკას გარესჰეც ვიცით,რომ ეს ქალები ძლიერებია
00:07 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
აი ეს მართლა დამამცირებელი კომენტარი იყო ნანუკას მისამართით. გიამ კომენტარიც არ იკადრა და კარგი გააკეთა ამიტ, და რაც შეეხება იმ შოუს თუ რეიტინგი არ ქონდა ამიტ ნანუკას გია სამასხარაოდ არ უნდა მოეხსენიებინა ,ამით მაგან თავის უვიცობა გაამჯგავნა მეტი არაფერი, გიაზე მაგარი რით არი ნანუკა მაინც ვერ ვხვდები, ასეთი რაგაც არ უნდა თქვას ჯურნალისტმა.
23:05 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა ნანუკას ,,ხელწამოსაკრავია'' გია სურამელაშვილი? დიახაც, ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა გია, თAვისი შემოქმედებითა და პიროვნულობით. კაცმა რომ თქვას, რას აკეთებს ისეთ საოცარს, რომ ასე იკვირვებთ ქართველები? ბოლო-ბოლო ხელოვანია, თავის საქმის უსაზღვროდ მოყვარული. ეს არის და ეს.ხასიათისამებრ ვუსმენ მის სიმღერებს. განწყობას გააჩნია. სურამელაშვილს არაფერი სჭირს გასაცინი. ყველამ ტავის მამიდას მიხედოს.
19:04 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თEო
მაგარი იყო ძAან რა არ მოგეწონატ ვერ გავიგე,კარგად გაერთO მსმენელი
18:50 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცი
მართლა ყოშაგ გია სურამელაშვილს.ასეთი კომენტარისთვის.თავშეკავებული და მოზომილი.თუმცა ერთი ორი მწარე სიტყვის ღირსი იყო ჟორჯოლიანი
18:36 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კოტე
გულისამრევი იყო იმ დედაკაცების ხტუნაობა ,იმ ტყლარჭი მკერდის ყურება ფუუუუუუუუუუუუუუუუუუ
17:41 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
ყოაჩაღ გია ადამიანური კომენტარია.
17:21 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS